გვესაუბრება, სამეგრლო–ზემო სვანეთში პარტია “ჩვენების“ კოორდინატორი ირინე ძაძამია:
პარტიის საქმიანობის მიმართულებები, არის მოსახლეობის ფულად თანხით უზრუნველყოფა - თითოეული მოქალაქის საბანკო ანგარიშზე 1000$ ჩარიცხვა. მოსახლეობის ჩართვა საელმწიფო ფინანსურ და ეკონომიკურ საქმიანობაში. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. მცირე და საშვალო ბიზნესის განვითარება. სასამართლო სისტემის სრულყოფა. ჯანდაცვის სისტემის ფეხზე დაყენება. ტრადიციების შენარჩუნება. ანაბრების დაბრუნება.
– რა უნდა გაკეთდეს ამ პრობლემის გადასაჭრელად?
ჩვენი პარტიის ,,დემოკრატიული განახლება – ჩვენი საქართველო გაბრწყინდება“ (ჩვენები) პროგრამა გთავაზობთ ამ პრობლემის დროულ და ეფექტური გადაჭრის გზებს...
– რას ითხოვთ ხალხისგან?
– ჩვენ ხალხისგან ვითხოვთ არჩევნების დროს მხარდაჭერას.
– როდის მიეცემა ხალხს შეპირებული თანხა?
– პარლამენტის შესვლის შემდეგ.
– ამბობენ, რომ საპარლამენტო არჩევნები დროზე ადრე ჩატარდება თქვენ როგორ გგონიათ?
– შესაძლოა.
– თქვენ ბრძანებთ, რომ არჩევნების დროს ხალხის მხარდაჭერა გჭირდებათ, რა გარანტია გაქვთ, რომ ხალხი ხმას მოგცემთ?
– ჩვენ გვჯერა ჩვენი ხალხის ნიჭისა და გონიერების.
– თქვენ თვითონ გჯერათ, რო ეს ასრულდება?
– დიახ.
– ვინ უდგას ამ პარტიას სათავეში?
– პარტიის სახეებად არიან ნანა ყეინიშვილი და ურუზმაგ ქარქუსოვი.
ავტორი: ნიცა ბიგვავა
გაზიარება