24 დეკემბერს ზუგდიდელმა მსახიობებმა სცენაზე გადმოიტანეს პოლიკრაპე კაკაბაძის უკდავი პიესა ,,ყვარყვარე თუთაბერი“.
თეატრალური წარმოდგენა თბილისიდან მოწვეულმა რეჟისორმა სოსო ნემსაძემ დადგა. სპექტაკლში მაყურებლის გულის მოგებას შეეცადნენ ახალი და ძველი თაობის მსახიობები.
ვისაც პიესა წაუკითხავს ახსოვს,რომ ყვარყვარე თუთაბერი ერთი უსაქმური კაცი იყო, რომელიც თავს ნაცრის ქექვით იქცევდა. შემთხვევის წყალობით კი თუთაბერი საკუთარი ქალაქის მართველი ხდება. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ. შემთხვევით რევოლუციონერად მიჩნეული ყვარყვარე ძალაუფლებას ხელში იღებს, საბოლოდ კი იგი ერთი გაუბედურებული ქალის მსხვრეპლი ხდება, რომელსაც ახალმა მთავრობამ მეღლე დაუტასაღა.
მაყურებლის ნაწილმა ჩვენთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ სპექტაკლი ცუდი მართლაც არ იყო, მაგრამ ზუგდიდის თეატრში დადგმული ლეგენდარული სპექტაკლების გვერდით, ისტორიაში ადგილს ვერასდროს დაიკავებს.
„სი–ეიჩ–ენი“ თეატრის მმათველს მაია კალანდიას დაუკავშირდა.
–ქალბატონო მაია, თუ საიდუმლო არ არის რამდენს შეადგენს რეჟისორის ჰონორარი?
–ეს კომფიდენციალური ინფორმაციაა, ვერაფერს გეტყვით!
–მთლიამობაში რა თანხა დაიხარჯა?
–10–11 ათასი ლარი.
–ვინ წარმოადგენდა თქვენ ფინანსურ პარტნიორს?
–ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა...
უცნობია რაიონის თეატერში, კვლავ ასეთი დიდი თანხები დასჭირდება სპექტაკლების დადგმას თუ კულტურულ დაწესებულებას, როგორც საკრებულოში იუწყებიან მალე ახალი და საკუთარი რეჟისირი ეყოლება, მაგრამ ფაქტია ქალაქის ბიუჯეტს როგორც „სი–ეიჩ–ენისთვის“ ცნობილი გახდა რეჟისორ სოსო ნემსაძის დაქირავება ერთ ჯერზე 6–7 ათასი ლარი უჯდება...
ავტორი: ლელა ნაჭყებია
გაზიარება