• ინრეტნეტ-გაზეთ "ქიზიყის" რედაქტორის ილია მარტყოფლიშვილის ირგვლივ ინტერესი არ ცხრება. "გვიხარია, რომ არსებობთ"; ,,არ შეშინდეთ - ამგვარი წერილებს ხშირად უგზავნიან რედაქტორს და ის ბედნიერია, რომ მისი მუშაობით ხალხი კმაყოფილია. საინფორმაციო სააგენტო "სი-ეიჩ-ენი" ილია მარტყოფლიშვილს ესაუბრა.

-რამდენიმე თვეა რაც ინტერნეტ-პორტალს ხელმძღვანელობთ, თუმცა საკმაო პოპულარობა მოიხვეჭეთ. საინტერესოა, როგორ ახერხებთ ფართო მასების მოხიბვლას, ასე მოკლე დროში?
-განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებთ. ვწერთ იმას, რასაც წესით ყველა ჟურნალისტი უნდა აქვეყნებდეს. მაგრამ, სიმართლის მთქმელი ჟურნალისტი და ზოგადად ობიექტური მედია საქართველოში თითზე ჩამოსათვლელია. ხელისუფლების ბრჭყალები ბევრგან მისწვდა. რაც შეეხება ფართო მასების მოხიბვლას, ეს ალბათ იმან გამოიწვია, რომ მოსახლეობას ის ალტერნატივა შევთავაზეთ, რომელსაც მოწყურებული იყო. ჩვენმა გაზეთმა ეს დეფიციტი შეავსო. ამიტომაც თავიდანვე დიდი ინტერესი წამოვიდა. ყველაზე ძალიან კი იმან გამაოცა, რომ რედაქციას პორტალის დაარსების შესახებ განცხადებები არსად გაუკეთებია, არც რეკლამა გაგვიშვია, არც საიტის მისამართი გამოგვიქვეყნებია სადმე, მაგრამ ხალხმა მაინც უცებ აიტაცა. თბილისში მცხოვრები ქიზიყელებიც კი ერთმანეთს ურეკავდნენ და საიტის მისამართს აძლევდნენ.
-ამხელა ინტერესის გამო ზაფხულში დასვენებაც ვერ მოასწარით ხომ?
-საცდელი გამოშვება ზაფხულში დავიწყეთ. მთელი აგვისტოს განმავლობაში დასვენებას ვაპირებდით, მაგრამ ვიზიტორთა რიცხვი იმდენად დიდი იყო, რომ არ გვინდოდა მათთვის იმედი გაგვეცრუებინა. არადა, ვფიქრობდით, რომ აგვისტო ისეთი თვეა მკითხველთა რიცხვი შემცირდებოდა. არცერთი დღე აღარ გავჩერებულვართ. აგვისტოში ამბებიც ინტენსიურად ხდებოდა და თავს უფლება ვერ მივეცი გაზეთი შვებულებაში გასულიყო. თან დაუჯერებელი იყო, რომ ასე მცირე დროში ამდენი მუდმივი ვიზიტორი შევიძინეთ.
-საიდან ადგენთ თქვენს რეიტინგს?
-ამაზე ზოგადად მასალის მიერ გამოწვეული შედეგებიც მეტყველებს, მაგრამ ჩვენს საიტს რამდენიმე მრიცხველი აქვს, რომლებიც ვიზიტორთა ოდენობას ყოველდღიურად აღნიშნავს. თავიდან, როცა გაზეთი შეიქმნა, გეგმა იყო ასეთი - თუ დღეში 20 ვიზიტორი მაინც ეწვეოდა საიტს, ის ყოველდღიურად განახლდებოდა, ხოლო თუ უფრო ნაკლები, მაშინ კვირაში ერთხელ. მოლოდინმა არათუ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა, არამედ გაოგნებულები დაგვტოვა. პირველივე თვეებში დღეში საშუალოდ 80 დამთვალიერებელი შემოდიოდა, რასაც სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდით. დღეს ვიზიტორთა ოდენობა ყოველდღიურად 120-140 კაცს აღწევს, რაც ძალზე მაღალი რეიტინგია. სიღნაღისა და დედოფლისწყაროს რაიონები ჯერ იმ დონეზე არ არის ინტერნეტით უზრუნველყოფილი და ასეთ ვითარებაში ამდენი მკითხველი ნამდვილად ბევრია, რაც პასუხისმგებლობას გვიასკეცებს.
-თუმცა, თქვენი არსებობა ბევრს მაინც აშინებს...
-რამდენად აშინებთ, არ ვიცი, მაგრამ ხელისუფლებაში ბევრს არ მოსწონს, თორემ ნეიტრალური მოსახლეობიდან ჩვენი მუშაობით უკმაყოფილო არავინ მინახავს. პირიქით, მათი გულთბილი გამოხმაურებები, მორალური მხარდაჭერა და დიდი სიყვარული რომ არ იგრძნობოდეს, ამხელა რისკზე არ წავიდოდით და ასეთი ენთუზიაზმით ვერ ვიმუშავებდით. ჩვენი ასე გააქტიურება ხალხის დამსახურებაა, თორემ ამხელა სიხშირით მუშაობას არ ვგეგმავდით, მაგრამ ახლა ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ.
-ანუ, ,,ქიზიყი მასალებს შაბათ-კვირასაც აქვეყნებს?
-ესეც მკითხველის აქტიურობის გამო, თორემ წესით უქმე დღეებში უნდა ვისვენებდეთ. ზოგჯერ მკითხველი ისე აქტიურობს, იძულებულნი ვართ, ორშაბათისთვის გადანახული მასალები შაბათ-კვირასვე გამოვაქვეყნოთ.
-განაწყენებული რესპოდენტები რამდენად ცივილური ფორმებით რეაგირებენ?
-ოო, ისეთ საკითხს შეეხეთ, ამაზე ხშირად ვხალისობთ-ხოლმე. დედოფლისწყაროში ამ მხრივ ძალიან დაბალი დონეა. იშვიათი გამონაკლისებიც არის, მაგრამ ძირითადად ტყემალზე სხედან... თავს კომიკურ ვითარებაში იგდებენ. პრეს-სამსახურებსაც კი წარმოუდგენელი შეცდომები მოსდით მედიასთან ურთიერთობაში და იმათ რა მოვკითხოთ, ვინც გუშინ ბირჟაზე იდგნენ, დღეს კი სხვადასხვა სამსახურის უფროსებად მხოლოდ იმიტომ წამოსხდნენ, რომ გამგებლის მეგობრები და ახლობლები არიან. 
-როგორც ვიცი, ადრე დასაშინებლად შავი გაგების ავტოტიტეტებიც მოგიგზავნეს...
-ეს იმდენად აბსურდული ფაქტია... რამდენიმე წლის წინ, დედოფლისწყაროს გამგებლის მოადგილემ გელა თეთრაულმა საცხოვრებელ სახლში შავი გაგების ბიჭები მომიგზავნა. მართალია, თეთრაული გაჰკივის, ტყუილია და მათ არც კი ვიცნობო, მაგრამ, ისინი, ვინც ჩემს გასაჩუმებლად მოვიდნენ, ასე დაიბარეს ,,გელა თეთრაულს შეეშვიო. თურმე, თეთრაულს ანონიმური კეთილისმსურველები ჰყოლია, რომლებიც შეუთანხმებლად ცდილობენ მის დაცვას... ყველაზე კომიკური კი ის არის, რომ არანაირი გამოცდილების მქონე თეთრაული რაიონში პირდაპირ მეორე კაცის სავარძელში ჩასვეს და პარადოქსია, მაგრამ გამგებლის ცვლილების მიუხედავად ის უკვე მესამე წელია ამ თანამდებობაზე რჩება. თუმცა, ვერავინ დაამტკიცებს, რომ მისი მუშაობა რაიმე კუთხით ნაყოფიერია, ძალზე უმნიშვნელო ფიგურად თვლიან.
კიდევ ერთი უცნაური ფაქტი მახსენდება. 9 წელია მედიაში ვმუშაობ, მაგრამ ასეთი რამ პირველად მოხდა. დედოფლისწყაროს საკრებულოში მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი შიოლაშვილს წერილობითი ინტერვიუ ჩამოვართვით, რათა გაშიფრულ აუდიოჩანაწერზე უზუსტობები არ გაპარულიყო. გამოქვეყნების შემდეგ შიოლაშვილი ისე გაღიზიანდა, რედაქციას სამუდამო ბოიკოტი გამოუცხადა და აღნიშნა ინტერვიუს არასოდეს მოგცემთო. ჯერ ერთი, მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოს ვადა უმთავრდება, ეს დეპუტატის პირველი ინტერვიუ იყო და ის ვალდებულია ამომრჩეველს პერიოდულად მედიითაც მიმართოს. მეორე პარადოქსი ის გახლავთ, რომ შიოლაშვილი ოპოზიციური სიით გასული დეპუტატია და იქნებ ვინმემ ამიხსნას, რა უნდა გამოგვექვეყნებინა ისეთი, რომ ნამდვილ ოპოზიციონერს ჩვენი მუშაობა არ მოსწონდეს? რეალურად კი ის სათაურმა და რედაქციის მიერ გაკეთებულმა შესავალმა გააღიზიანა. ეს ალბათ მედიასთან ურთიერთობის გამოუცდელობამ გამოიწვია, თორემ ბავშვმაც კი იცის, რომ რედაქცია სათაურს და შესავალს თავად უკეთებს. რაც მთავარია, მისი ფრაზები დამახინჯებულად არ გასულა და ამას სასამართლოზეც დავამტკიცებთ, მაგრამ როგორ შესავალსაც რედაქცია ჩათვლის საჭიროდ, ყოველთვის ისეთი მიმართულება ეძლევა და არა იმგვარი, როგორც რესპოდენტს აწყობს.
-თქვენი აზრით ასეთი რეაქცია რამ გამოიწვია?
-არც ამ თემაზე მისაუბრია საჯაროდ. მგონია, რომ საკრებულოში ნაციონალები გაღიზიანდნენ და შენიშვნა მისცეს. შიოლაშვილმა თავი უხერხულად იგრძნო და საკრებულოს სხდომა იმით გახსნა, რომ ,,ქიზიყს ბოიკოტს უცხადებდა. არადა, მას შეეძლო ეთქვა, რომ პასუხს აგებს იმ სიტყვებზე, რაც ბრჭყალებში წერია, როგორც მისი კომენტარი. დანარჩენზე ისედაც ნათელია, რომ შესავალი რედაქციას ეკუთვნოდა და რედაქციის ინტერპრეტაციაზე პასუხისმგებელი ვერავინ იქნებოდა. ეს ფაქტი კომიკური იმითაც არის, რომ უამრავი და ათასჯერ უფრო მწვავე მასალა გამომიქვეყნებია იმავე საკრებულოს თავმჯდომარეზეც, მის კლანურ მმართველობაზეც და გაცილებით სერიოზულ თემებზე, მაგრამ ბოიკოტის გამოცხადება, თანაც სამუდამოდ, ხელისუფლების მაღალჩინოსნებსაც არ უკადრებიათ და ამას ოპოზიციონერი დეპუტატი რომ აკეთებს, უხერხულია და ყველაფერი ნათელია... ანუ, ხომ ხვდებით, ამ მდგომარეობამდე და გაცილებით უარესამდე ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლებიც მისულან, მაგრამ მეტი წინდახედულობა გამოუჩენიათ და მიმხვდარან, რომ ასეთი წამგებიანი ნაბიჯი არ უნდა გადადგან. სამწუხაროა, ოპოზიციონერი ახალგაზრდა დეპუტატი ამას რომ ვერ მიხვდება და ამ ნაბიჯით ხელისუფლებას გაახარებს. ჩვენი რედაქციისთვის ეს ბოიკოტი დანაკლისი ნამდვილად არაა, რადგან ეს დეპუტატი არც მანამდე გამოირჩეოდა მედიასთან აქტიური თანამშრომლობით. როგორც უკვე გითხარით, სულ ერთი მასალა გამოქვეყნდა და მასაც ასეთი მოულოდნელი რეაქცია მოქყვა...
-ილია, აჟიოტაჟი არ ცხრება, ხელისუფლებაშიც, ოპოზიციაშიც და საზოგადოებაშიც მუდმივად იმას განიხილავენ ვინ დგას თქვენს უკან. მოდი გულახდილად გვითხარი, ვინ არის თქვენს უკან?
-ჩვენც მუდმივად გვესმის, ყველა მართლაც ამას ჩაჰკირკიტებს. პირდაპირობით და მთელი გულწრფელობით გეტყვით, რომ ჩვენს უკან დგას ხალხი ანუ მკითხველი. ჩვენი ზურგი ,,ხალხია, ეს კი საკმაოდ დიდი ძალაა და არავისი მფარველობა არ გვჭირდება. ხშირად კომენტარისთვის დასარეკი ფულიც არ გვაქვს და რა გვეტყობა მფარველობის. თანამშრომლებიც უხელფასოდ არიან. ჩვენი ამოცანა მხოლოდ მოსახლეობის ინფორმირებაა. მათ კი ვისაც თავხედობა ჰყოფნის და ამბობს, რომ ჩვენ ვიღაცის დაკვეთებს ვასრულებთ, მაშინ ისიც დაასაბუთონ ვის დაკვეთას ვასრულებთ... ამას კი მერაბიშვილიც ვერ დაგვიდასტურებს, რადგან მართლა არავის ინტერესებს არ ვასრულებთ და მხოლოდ მკითხველს ვემსახურებით...

ესაუბრა დაჩი კვიკვინია
[სააგენტო: სი-ეიჩ-ენი]


ქართული რადიო – მხოლოდ გემოვნებიანი მუსიკა და საინტერესო გადაცემები

ეს საინტერესოა

საქართველოში H1N1 ვირუსის კიდევ 27 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული H1N1 ვირუსის კიდევ 27 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 
როგორც "სი–ეიც–ენს" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ შოთა ცანავამ განუცხადა, გამოვლენილი შემთხვევებიდან 2 ჰოსპიტალიზირებულია. მათ ვირუსის საშუალო სიმძიმის ფორმა აქვთ და მკურნალობა ინფექციური პათოლოგიისა ცენტრში უტარდებათ. პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია... ვრცლად>>

"ღია ბოქლომი"-ს სიახლეები

ბენერი

გრიშა ქობალიას “ნაციონალურ დამსახურებას“ რევაზ ლაღიძე შეწირეს

- “მე მინდა ჩვენს ერთ პრობლემაზე მოგითხროთ და ძალიან გთხოვთ, რამენაირად დაგვეხმაროთ. მე ვარ ლაღიძის ქუჩის მცხოვრები, სადაც პრეზიდენტის რეზიდენციაა განთავსებული. აღმოჩნდა, რომ ჩვენმა ალიოკა ქობალიამ ყველასგან დაუკითხავად გადაწყვიტა მამამისის, გრიგოლ ქობალიას სახელის დარქმევა ჩვენი ქუჩისთვის.

სასწაული ის არის, რომ სადაც ალიკა ქობალია ცხოვრობს, იმ ქუჩას ”სვანეთის” ერქვა და ახლა მისი ძმის, ლევან ქობალიას სახელი ჰქვია. ნუთუ რამდენი ადამიანიც გარდაიცვლება მის ოჯახში, იმდენი ქუჩის სახელწოდება უნდა შეიცვალოს? იცით რა არის ყველაზე ცუდი? ჩემი შვილი რომ გაიზრდება, ვერ ავუხსნი, თუ რატომ ჰქვია ქუჩას ქობალიას სახელი და ვერ ავუხსნი რას წარმოადგენდა იგი...
ვრცლად>>

დედოფლისწყაროს სიახლეები

ten-year school

ჟურნალ "ღია ბოქლომთან" არსებული ჟურნალისტთა სკოლა აცხადებს მოსწავლეთა მიღებას...

ინფორმაცია>>

საინფორმაციო პორტალი

georgia