,,კახეთის ენერგოდისტრიბუციის დედოფლისწყაროს სერვისცენტრის უფროსი ვლადიმერ მოსულიშვილი ინტერნეტ-პორტალ "ქიზიყის" ჟურნალისტებს პრობლემების შექმნით რამდენჯერმე დაემუქრა. მოსულიშვილი მას შემდეგ გაღიზიანდა, რაც რედაქციამ, ახლახან, სერვის-ცენტრიდან გათავისუფლებული 5 თანამშრომლის ბრალდებების მოკვლევა დაიწყო და კომენტარისთვის მოსულიშვილს მიმართა. სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლები ირწმუნებიან, რომ სამსახური მოსულიშვილის პირადი ინტერესების გამო უსაფუძვლოდ დაატოვებინეს, თელავის ოფისს არასწორი ფაქტები მიაწოდეს. ისინი თავს დამნაშავედ არ თვლიან. ამას გარდა, ისინი 2 წლის სახელფასო დავალიანების არსებობაზეც მიანიშნებენ და მის ანაზღაურებას ითხოვენ. გათავისუფლებული თანამშრომლები ირწმუნებიან, რომ მოსულიშვილს ახლობლების დასაქმება სურდა და მათ ადგილას მეგობრები დანიშნა.
ეს საკითხები მოსულიშვილს ქიზიყის კორესპონდენტმა გააცნო, თუმცა, მან ლოგიკური პასუხის ნაცვლად მუქარის სიტყვები მოიშველია: ,,ეხლავე გეუბნებით, იცოდე, პირადული არაფერი დაწეროთ, თორემ სერიოზულ პრობლემებს შეგიქმნით. თელავს დაუკავშირდით.
მოგვიანებით მოსულიშვილი ქიზიყის რედაქტორს პირად ტელეფონზე შემდეგი ნომრიდან 895 22 80 20 დაუკავშირდა: ,,რა პრობლემა გაქვთ, ვერ გავიგე? პროკურორები ხართ, თუ რა გინდათ ვერ გამიგია??? - ქედმაღლურად ბრძანა მოსულიშვილმა.
ყველაფრის მიუხედავად ,,ქიზიყი` პრობლემაზე მუშაობას აქტიურად განაგრძობს. ვრცელ მასალას და ორივე მხარის კომენტარებს უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.


[წყარო: ქიზიყი]

ქართული რადიო – მხოლოდ გემოვნებიანი მუსიკა და საინტერესო გადაცემები

ეს საინტერესოა

საქართველოში H1N1 ვირუსის კიდევ 27 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული H1N1 ვირუსის კიდევ 27 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 
როგორც "სი–ეიც–ენს" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ შოთა ცანავამ განუცხადა, გამოვლენილი შემთხვევებიდან 2 ჰოსპიტალიზირებულია. მათ ვირუსის საშუალო სიმძიმის ფორმა აქვთ და მკურნალობა ინფექციური პათოლოგიისა ცენტრში უტარდებათ. პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია... ვრცლად>>

"ღია ბოქლომი"-ს სიახლეები

ბენერი

გრიშა ქობალიას “ნაციონალურ დამსახურებას“ რევაზ ლაღიძე შეწირეს

- “მე მინდა ჩვენს ერთ პრობლემაზე მოგითხროთ და ძალიან გთხოვთ, რამენაირად დაგვეხმაროთ. მე ვარ ლაღიძის ქუჩის მცხოვრები, სადაც პრეზიდენტის რეზიდენციაა განთავსებული. აღმოჩნდა, რომ ჩვენმა ალიოკა ქობალიამ ყველასგან დაუკითხავად გადაწყვიტა მამამისის, გრიგოლ ქობალიას სახელის დარქმევა ჩვენი ქუჩისთვის.

სასწაული ის არის, რომ სადაც ალიკა ქობალია ცხოვრობს, იმ ქუჩას ”სვანეთის” ერქვა და ახლა მისი ძმის, ლევან ქობალიას სახელი ჰქვია. ნუთუ რამდენი ადამიანიც გარდაიცვლება მის ოჯახში, იმდენი ქუჩის სახელწოდება უნდა შეიცვალოს? იცით რა არის ყველაზე ცუდი? ჩემი შვილი რომ გაიზრდება, ვერ ავუხსნი, თუ რატომ ჰქვია ქუჩას ქობალიას სახელი და ვერ ავუხსნი რას წარმოადგენდა იგი...
ვრცლად>>

დედოფლისწყაროს სიახლეები

ten-year school

ჟურნალ "ღია ბოქლომთან" არსებული ჟურნალისტთა სკოლა აცხადებს მოსწავლეთა მიღებას...

ინფორმაცია>>

საინფორმაციო პორტალი

georgia