უკვე რამოდენიმე წელია, რაც საქართველოს ხელისუფლება გარე მოვაჭრეებს ებრძვის. ეს პრობლემა ზუგდიდშიც არის. როგორც ცნობილია, ადგილობრივი სამართალდამცავები გარე მოვაჭრეებს ძალდატანებით და მუქარით ადგილების დატოვებას აიძულებენ. ერთ–ერთმა ქალბატონმა, რომლის სახელი და გვარი, ნონა შეროზია გახლავთ, დაბეჟილი ხელი გვაჩვენა და განგვიმარტა, რომ მას ფიზიკური შეურაწყოფა, ქალაქის პოლიციის უფროსმა მეგის ქარდავამ მიაყენა.
ზუგდიდის ცენტრში განთავსებულ „საკნებთან“ შეკრებილები ადამიანები გარევაჭრობის უფლებას ითხოვენ...
მათ, რამდენჯერმე სთხოვეს წამყვანი ტელეკომპანიების ჟურნალისტებს მანიფესტაციის გაშუქება, თუმცა რატომღაც მედიის წარმომადგენლები მათი პრობლემით არ დაინტერესდნენ.

მიაქცევს, თუ არა ყურადღებას სახელმწიფო მომიტინგეებს ამას დრო გვიჩვენებს...
თამარ ძპტაშვილი