
მას შემდეგ რაც რუსეთმა საქართველოს საჰაერო გზები გადაუკეტა, ქვეყანაში მაშინვე შეწყდა ვიზების გაცემა მოსკოვის მიმართულებით, რაც 2008 წლის აგვისტოდან ოფიციალური სახე მიიღო, თუმცა მცირე გამონაკლისების მოხდა. რუსეთის საელჩო თბილისში გასული წლის შემოდგომაზე დაიხურა. “დიდი რუსეთის ფედერაციაში” შესასვლელი ჭიშკარი ქალაქ მინსკში გაიღო. ამჯერად საქართველოში ვიზები მხოლოდ მინსკის, უკრაინის და ბელორუსიის მიმართულებით გაიცემა. ხშირია დეპორტირებულ ქართველთა შინ დაბრუნების შემთხვევები... მაგრამ ასევე, მოსკოვში გამგზავრების მსურველიც ბევრია და ამას მოწმობს სქართველოში არსებული ავია-სალაროების მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაცია. ზუგდიდში არსებული შ.პ.ს “იკარუსის” ხელმძღვანელის განმარტებით, მას შემდეგ რაც მოსკოვმა საქართველოს სავიზო რეჟიმი გაუუქმა, რამდენიმე თვის განმავლობაში კომპანია კრიზის განიცდიდა, რადგან ბილეთების 60% მოსკოვის მიმართულებით იყო და გაუქმებული არმოჩნდა. იმ მიზეზით რომ მოსკოვში მისასვლელი უმოკლესი გზა მინსკში გადის, დღეისთვის სწორედ ამ მიმართულებით ვიზების გაცემაზე 4_ჯერ დიდი მოთხოვნაა ვიდრე გასულ წლებში იყო.
გიორგი შონია