გალის რაიონის დაბალ ზონაში სიტუაცია დღითიდღე იძაბება. თუმცა მანამდეც სახარბიელოს ვერ ვუწოდებდით, მაგრამ გასული “ცნობილი აგვისტოს მოვლენების” შემდეგ, უფრო დაიძაბა. დეფაქტო მთავრობამ საქართველოსთან საზღვრები ერთი-ორად გაამაგრა და რუსულ-ქართული სამხედრო შენაერთების გადაადგილებამ აქტიური ხასიათი მიიღო. თუ ქართული მხარე ამ დღესთან დაკავშირებით კულტურულ ღონისძიებებს გეგმავს, აფხაზეთის მთავრობა ახალ საჯარისო შენაერთს ქმნის უახლესი ტექნიკით და შეიარეღებით აღჭურვილს. ამჟამად გალის რაიონის სოფელ ფიჩორში მცხოვრები ნუგზარ ჩიტაიამ “სი-ეიჩ-ენი”-სთვის გაკეთებულ ინტერვიუში აცხადებს, რომ მათ არ დაუკარგავთ საკუთარი ქვეყნის რწმენა, მაგრამ აგვისტოს მოვლენების შემდეგ აფხაზეთის დაბრუნების იმედი დაკარგეს. რუსეთის მონობას უკვე ვეღარ აცდებიან. სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაბშმა გამართა პრესკომფერენცია და ოფიციალურად განაცხადა, რომ დაბალ ზონაში შეიყვანს დამატებით სამხედრო ძალას და საზღვარს საქართველოსთან უფრო გაამაგრებს. დაიბლოკება ასევე ზუგდიდთან გადასასვლელი ყველა გზა. 6 აგვისტოს დღის მეორე ნახევარში აქ რუსული სპეცნაზი შემოიყვანეს, რომლებიც განმუხური-ფიჩორის საზღვარზე მდებარე ბაზაზე განლაგდნენ. აღსანიშნავია ასევე ის ფაქტი, რომ აღნიშნულ ბაზაში მომსახურე პერსონალს წერილები და დეპეშები შემდეგ მისამართზე მოსდით “კრასნოდარის ოლქი სოფელი ფიჩორი”.


გიორგი ცქვიტარია.


ქართული რადიო – მხოლოდ გემოვნებიანი მუსიკა და საინტერესო გადაცემები

ეს საინტერესოა

საქართველოში H1N1 ვირუსის კიდევ 27 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული H1N1 ვირუსის კიდევ 27 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 
როგორც "სი–ეიც–ენს" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ შოთა ცანავამ განუცხადა, გამოვლენილი შემთხვევებიდან 2 ჰოსპიტალიზირებულია. მათ ვირუსის საშუალო სიმძიმის ფორმა აქვთ და მკურნალობა ინფექციური პათოლოგიისა ცენტრში უტარდებათ. პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია... ვრცლად>>

"ღია ბოქლომი"-ს სიახლეები

ბენერი

გრიშა ქობალიას “ნაციონალურ დამსახურებას“ რევაზ ლაღიძე შეწირეს

- “მე მინდა ჩვენს ერთ პრობლემაზე მოგითხროთ და ძალიან გთხოვთ, რამენაირად დაგვეხმაროთ. მე ვარ ლაღიძის ქუჩის მცხოვრები, სადაც პრეზიდენტის რეზიდენციაა განთავსებული. აღმოჩნდა, რომ ჩვენმა ალიოკა ქობალიამ ყველასგან დაუკითხავად გადაწყვიტა მამამისის, გრიგოლ ქობალიას სახელის დარქმევა ჩვენი ქუჩისთვის.

სასწაული ის არის, რომ სადაც ალიკა ქობალია ცხოვრობს, იმ ქუჩას ”სვანეთის” ერქვა და ახლა მისი ძმის, ლევან ქობალიას სახელი ჰქვია. ნუთუ რამდენი ადამიანიც გარდაიცვლება მის ოჯახში, იმდენი ქუჩის სახელწოდება უნდა შეიცვალოს? იცით რა არის ყველაზე ცუდი? ჩემი შვილი რომ გაიზრდება, ვერ ავუხსნი, თუ რატომ ჰქვია ქუჩას ქობალიას სახელი და ვერ ავუხსნი რას წარმოადგენდა იგი...
ვრცლად>>

დედოფლისწყაროს სიახლეები

ten-year school

ჟურნალ "ღია ბოქლომთან" არსებული ჟურნალისტთა სკოლა აცხადებს მოსწავლეთა მიღებას...

ინფორმაცია>>

საინფორმაციო პორტალი

georgia