8 აგვისტოს ცნობილ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინა, რითაც პატივი მიაგეს იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებიც ამ ომს შეეწირა. დღეს ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის ეკლესიაში მამა მალხაზ ჭანტურიამ პანაშვიდი გადაიხადა. ამ და სხვა კულტურულ ღონისძიებებს საინფორმაციო სააგენტო სი-ეიჩ-ენიც შეუერთდა. სააგენტოს რედაქციის თანამშრომლებმა სამშობლოსთვის თავდადებულ გმირებს სანთლები დაუნთეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მათ ნათელ ხსოვნას. ჩვენი რედაქცია გულრწრფელად უთანაგრძნობს ყველა დაღუპულის ოჯახს. მართალია საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ აქ დიდი სულის პატრონი ქართველები ცხოვრობენ, რომლებიც უცხო დამპყრობლისგან მონობას არასოდეს არ აიტანენ და სამშობლოს თავისუფლებისა და ერთიანობისათვის საკუთარ სიცოცხლეს სამსხვერპლოზე ზვარაკად მიიტანენ.
რედაქცია


ქართული რადიო – მხოლოდ გემოვნებიანი მუსიკა და საინტერესო გადაცემები

ეს საინტერესოა

საქართველოში H1N1 ვირუსის კიდევ 27 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული H1N1 ვირუსის კიდევ 27 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 
როგორც "სი–ეიც–ენს" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ შოთა ცანავამ განუცხადა, გამოვლენილი შემთხვევებიდან 2 ჰოსპიტალიზირებულია. მათ ვირუსის საშუალო სიმძიმის ფორმა აქვთ და მკურნალობა ინფექციური პათოლოგიისა ცენტრში უტარდებათ. პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია... ვრცლად>>

"ღია ბოქლომი"-ს სიახლეები

ბენერი

გრიშა ქობალიას “ნაციონალურ დამსახურებას“ რევაზ ლაღიძე შეწირეს

- “მე მინდა ჩვენს ერთ პრობლემაზე მოგითხროთ და ძალიან გთხოვთ, რამენაირად დაგვეხმაროთ. მე ვარ ლაღიძის ქუჩის მცხოვრები, სადაც პრეზიდენტის რეზიდენციაა განთავსებული. აღმოჩნდა, რომ ჩვენმა ალიოკა ქობალიამ ყველასგან დაუკითხავად გადაწყვიტა მამამისის, გრიგოლ ქობალიას სახელის დარქმევა ჩვენი ქუჩისთვის.

სასწაული ის არის, რომ სადაც ალიკა ქობალია ცხოვრობს, იმ ქუჩას ”სვანეთის” ერქვა და ახლა მისი ძმის, ლევან ქობალიას სახელი ჰქვია. ნუთუ რამდენი ადამიანიც გარდაიცვლება მის ოჯახში, იმდენი ქუჩის სახელწოდება უნდა შეიცვალოს? იცით რა არის ყველაზე ცუდი? ჩემი შვილი რომ გაიზრდება, ვერ ავუხსნი, თუ რატომ ჰქვია ქუჩას ქობალიას სახელი და ვერ ავუხსნი რას წარმოადგენდა იგი...
ვრცლად>>

დედოფლისწყაროს სიახლეები

ten-year school

ჟურნალ "ღია ბოქლომთან" არსებული ჟურნალისტთა სკოლა აცხადებს მოსწავლეთა მიღებას...

ინფორმაცია>>

საინფორმაციო პორტალი

georgia