
როდესაც ხალხმა სააკაშვილი აირჩია ფიქრობდნენ, რომ აჰა გვეშველაო, თუმცა დღეს ისინი საპირისპიროს აცხადებენ და ამბობენ, რომ ქვეყანა თავზე გვექცევაო. საზოგადოება იძახის ეკონომიკური კრიზისია, პოლიტიკოსები კი პოლიტიკურ გაუსაძლისობას უჩივიან. ხან რუსეთის მონობაში ვატარებთ დროს, ხან კიდევ ჟოსეფ ბაიდენს ეპირფერებიან იქნებ რამე გვიშველოთო, მაგრამ ამაოდ, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი კვლავ აგრძელებს საქართვრლოზე მანიპულირებას. რუსეთს თავი დავანებოთ და ვიმსჯელოთ იმაზე თუ რა ხდება დღეს საქართველოში: 2003-2004 წწ. საქართველო პოლიტიკურ ომში იყო ჩართული. ამ ომს კი თავად ამჟამინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მეთაურობდა. ხალხმა კარგად დაიმახსოვრა მიშას დაპირებები, თუ როგორ მიმართავდა და სთხოვდა მოსახლეობას გვერდში დასდგომოდათ. ახლა კი პრეზიდენტის დაპირებებს საზოგადოება არ ივიწყებს და გულმოდგინედ იხსენებს... „საქართველო სიღარიბის გარეშე“ - ხელისუფლების ლოზუნგია, მაგრამ „საქართველო გლეხების გარეშე“ უფრო მართებული შესატყვისი იქნებოდა, რადგან მათი მშველელი ჯერ არც კი გამოჩენილა. გლეხები ამბობენ ჩვენ ყურადღებას არავინ გვაქცევსო. ეს ხომ მაინც პოლიტიკაა და ნათქვამია, პოლიტიკაში სიბოროტისა და ფარისევლობის გარდა სხვა რაღა არისო. საქართველო უნდა გვიყვარდეს, ეს ერთია, მაგრამ სიყვარული „შიმშილით სიკვდილს“ ხომ ვერ უშველის? ქვეყანაზე არსებობს ძალიან ბევრი გაჭირვებული, რომლებსაც დახმარება ესაჭიროებათ. თუ ქვეყნის პრეზიდენტობას იკისრებ, ისიც უნდა გახსოვდეს, რომ ქვეყნის შვილებს იქნებიან პენსიონერები, პოლიციელები, ლტოლვილები, მდიდრები თუ ღარიბები მოვლა-პატრონობა უნდათ. ისე სიმართლე უნდა ითქვას და ითქვას კიდეც: სააკაშვილის მოსვლის პერიოდიდანვე დაიგო გზები, აშენდა აცეკვებული და ამღერებული შადრევნები, მაგრამ საბოლოო ჯამში ადამიანები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ისინი ვერც ასფალტით გაძღებიან და ვერც შადრევნის წყალს მიაყოლებენ.
თამარ ძაპტაშვილი