
I აგვისტოს ზუგდიდის გული თუთბერიძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე მორიგი შეხვედრა გაიმართა ზუგდიდის „ბაიასა“ და რუსთავის „ოლიმპს“ შორის. სამეგრელომ სტუმარ-მასპინძლის ჩვეული ტრადიცია არ დაარღვია და რუსთავს გამარჯვება გადაულოცა. თამაში თავიდანვე საინტერესოდ წარიმართა. ზუგდიდელი და რუსთაველი მაყურებლებით გადავსებული სტადიონი ყოველ საგოლე მომენტს დიდი ოვეციებით ხვდებოდა. პირველი ბურთი რუსთავის კარებში აღნოჩნდა რომელიც „ბაიას“ ფეხბურთელმა დავით ქირიამ სპორტული ოსტატობით გაიტანა, თუმცა რამდენიმე წუტში მას საპასუხო გოლებიც მოჰყვა. საბოლოოდ თამაში 2:1 რუსთავის „ოლიმპის“ სასარგებლოდ დასრულდა. მომდევნო თამაში გაიმარტება 8 აგვისტოს ქალაქ გორში, სადაც „ბაია“ ცხინვალის „სპარტაკს“ დაუპირისპირდება. საქართველოს ჩემპიონატში გასვლის შანსებს, ზუგდიდის „ბაია“ მომავალ თამაშებში გამარჯვების იმედით გაამართლებს.
გიორგი შონია