კრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ქართველ დამკვირვებელთა რეგისტრაციის საკითხზე გადაწყვეტილებას კიევის სააპელაციო სასამართლო დღეს, გვიან ღამით მიიღებს.
მანამდე კი "სი–ეიჩ–ენი" სააგენტო "Nevs.ru.com"-ზე საინტერესო ფოტოებს გადააწყდა, სადას სამეგრელო–ზემო სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებული ზაზა გოროზია საქართველოდან წარგზავნილ დამკვირვებლებს შორის გარკვევით ჩანს.
"სი–ეიჩ–ენმა" გუბერნატორის პრესცენტრის სამსახურის უფროსს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება სთხოვა. ლალი გელენავა ამბობს, რომ იგი არ ფლობს ოფიციალურ ინფორმაციას რწმუნებულის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით.
"მე ვიცი რომ ზაზა გოროზია ზუგდიდიდან გაემგზავრა თბილისში, ხოლო სად არის ახლა ნამდვილად ვერ გეტყვით, ინფორმაცია არ გამაჩნია".
პრეზიდენტის რწმუნებულის უკრაინაში ყოფნის ფაქტს არც სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ადასტურებენ.
თუ რატომ იმყოფება საიდუმლოდ, საქართველოს ოფიციალური პირი, კიევში დამკვირვებლის სტატუსით, ამ დრომდე გაურკვეველი რჩება.