ქართული ინტერნეტფორუმები ქართული საზოგადოების მორალის სადარაჯოზე ისეთი მონდომებითა და შემართთებით დგანან, რომ უკვე ეჭვიც კი ჩნდება: არსებობდა კი საქართველკო ინტერნეტფორუმების შექმნამდე? სადაც ინტერნეტფორუმებია, იქვე უნდა ვახსენოთ ფორუმელების მიერ შექმნილი აწ უკვე ლეგენდარული ჭორ-ნიუს სააგენტო: ni2.ge “ნიორელები” ძალ ღონეს არ ზოგავენ, რომ საზოგადოება საკუთარ “სიმართლეში” დაარწმუნონ და უნდა გამოგიტყდეთ, რომ ეს ფრიად კარგად გამოსდით. ამის დასტური “ნიორელების” ბოლოდროინდელი ნაღვაწია, რომლებსაც რა თქმა უნდა დაუზარებლად და უსასყიდლოდ სთავაზობენ სრულიად ქართულ ვებ-საზოგადოებას.

6 ტიპის ”სტატუსი” რომელსაც აუცილებლად წააწყდებით ”
პოპულარულ სოციალურ ქსელში ”ოდნოკლასნიკები,” დაინერგა ე.წ. სტატუსების ფუნქცია. ამ ფუნქციის საშუალებით მომხმარებელი თავის ნააზრევს ან განწყობის შესახებ მოგვითხრობს პატარა “მესიჯების” სახით.

ნი2 წარმოგიდგენთ 6 ტიპის “მესიჯს” ა.კ.ა. ”სტატუსს” რომელსაც აუცილებლად შეხვდებით ”ოდნოებზე.”
6. სხვადასხვა სიმბოლოები (მზანი: უცნობია) სტატუსი: …, X+=§%^¹@, {{{{{{{{{{{{}}}}}}}}}}} და ა.შ.

ამ ტიპის სტატუსებს ძირითადად თინეიჯერები და 25 წლამდე, ”ჯერ ვერ გაზრდილი” ახალგაზრდები იყენებენ. სავარაუდოდ ემოციების გამოხატვას ემსახურება ეს ყველაფერი. მაგალითად წერტილები – ერთგვარი გაბუტვის მანიშნებელია, სავარაუდოდ ამ სტატუსის დაყენებას მოჰყვება ვინმე მეგობარი გოგჩოსგან მოწერილი ”პისმო” ”რა ქჭიიირს?”

მათემატიკური და სხვა ”სჰიფტ+რამერიცხვი” ან გინებაა, ან დაშიფრული მესიჯი. ორივე შემთხვევაში ეს ”სტატუსი” აგრესიას გამოხატავს.

5. სიყვარულის ახსნა (მიზანი: 1. ხალხისთვის იმის ჩვენება რომ შეყვარებული ჰყავს. 2. გარკვეული დილემის შექმნის მცდელობა).
სტატუსი: ნინუცი ძალიან მიყვარხარ :* :* :*

I. ხალხისთვის იმის ჩვენება რომ შეყვარებული ჰყავს.
აღნიშნული სტატუსის მქონე ადამიანები ხშირად რამდენიმე გოგონას ერთად”აბამენ.” ”შებმის” ობიექტები ამ სენტიმენტალურ მესიჯს თავიდანვე ამჩნევენ, მაგრამ ყურადღებას არ ამახვილებენ. რამდენიმე წერილიანი მომოწერის შემდეგ, სავარაუდოდ ასე 5-6, გოგონა ასეთ შეკითხვას აგზავნის: ”ეს ნინუცა ვინაა? შენი დაა თუ დაქალი?” ბიჭი დიდი ყოყმანის შემდეგ, გადაწყვეტს მიწეროს, რომ ეს მისი შეყვარებულია, რომელთანაც ახლა ნაჩხუბარია. ამის შემდეგ ”მესიჯობა” ასე გრძელდება:

გოგონა: ”მერე შეყვრებული თუ გყავს მე რაღაც მწერ? :)))))))))))))(ეს გრძელი ღიმილი თან ლაითი ტონის მიმანიშნებელია, თან გოგონას ოპტიმისტური განწყობის – ეს განწყობა კი შემდეგში გამოიხატება: ა) გოგონა ფიქრობს რომ ბიჭის შეყვარებულზე უკეთესი ნაშაა და სწორედ ამიტომ დაეკონტაქტა მას. ბ)თუ ნაჩხუბარია, იქნებ ახალის შოვნა უნდა?).

ამ შეკითხვაზე ბიჭი ასე პასუხობს: ”:))))) ჰო, მარა ხო იცი არა ქართველი კაცის ამბავი :))))))”
გოგონა: ”ოჰ, რა ხართ ეს კაცები.” ამის შემდეგ მიმოწერა გრძელდება ყველანაირი შეფერხების გარეშე.

II. გარკვეული დილემის შექმნის მცდელობა
ამ შემთხვევაში ბიჭი/გოგო ცდილობს თავისი ”დრუზია” გოგონების ყურადღების მიქცევას. ამ სტატუსის დაყენება მოსალოდნელია თუ მამრს ”დრუზიაში” მინიმუმ 3 ნინუცი/ნინო/ნინჩო ჰყავს. ეს ერთგვარი ხრიკია, რომ მისი რჩეული ნინჩოს ყურადღება მიიქციოს და შემდეგ სიყვარულის ძაფები გააბას, როგორც სპაიდერმენმა ნიუ იორკის მაღალ შენობებზე (ეს პასაჟი მომიტევეთ, ლალი მოროშკინას ლიტერატურული ზეიმის გავლენაა).

4. სხვადასხვა ადგილების შექება (მიზანი: მარიაჟობა, ხალხის მოზიდვა პერსონალურ გვერდზე. შორს მიმავალი მიზნები: გათხოვება/ცოლის მოყვანა, სექსი (ვირტუალური მაინც)).
სტატუსი: მაგარია ფრანქფურტიიიიიიიი! ან მაგარია გურიაააააა! ან აუ ტყიბულში რა დრო ვატარეეეე

ამ სტატუსის დაყენების შემდგ მოსალოდნელია დაინტერესებული მამრის/მდედრის მესიჯი: ”ვააა, მეც ვიყავი ფრანქფურტში, ვისთან იყავი? ჰანსს იცნობ?”
”აუ მეც მაქვს გურიაში სოფელი, მარა ბავშვობის მერე არ ვყოფილვარ, ისე კი აქებენ, მაგრამ სოფელი რაღაც ნიტოა მაინც ხო? მე უფრო შარმელ შეიხი მევასება რა :-)))))”

”ტყიიბული მართლა მაგარია, მე და ჩემი ძმაკაცები ივყავით შარშან, კაი დრო ვატარეთ, მარა მერე იქ ვიღაცეებმა გაგვიტრაკეს და იარაღები დავადეთ რა! აუ ძაღლებს თბილისამდე ძლივს ჩამოვასწარით, დიღმამდე გვზდიეს.”

საუბარი გრძელდება ტკბილი მოგონებების გაცვლა-გამოცვლით და პიკის მიღწევის დროს ერთი მხარე მეორეს იჭერს ტყუილში, თუმცა ეს საერთო მხიარულებას და რომანტიზმს უფრო აძლიერებს და საქართველოს დემოგრაფიული პრობლემის მოგვარებისკენ მიმავალი გზა კვლავ იკაფება.

3. ბრძნული გამონათქვამები (მიზანი: ინტელექტის ზეიმი).
სტატუსი: ”რამე ბრძნული გამონათქვამი,” ”რამე ფრაზა დათა თუთაშხიადან” – ამ ბოლოს აუცილებლად უნდა მიეწეროს: ”მაგარია თუთაშხიაააააა!!!!1111”

ამ ტიპის სტატუსი ძირითადად მამრებს აქვთ. მათ კარგად იციან, რომ ჩვენს დროებაში ინტელექტუალი მამაკაცის ”ოდნოებზე” შოვნა ძალიან ძნელია და შესაბამისად ასეთ ბიჭებს ხშირად ეძებენ, ეკონტაქტებიან და მათგან ბავშვები უნდათ. ყველა დიდი მოთხოვნა იმ კაცებზეა, რომლებსაც ფრაზები ”დათა თუთაშხიადან” აქვთ ამოკრეფილი, ამ შემთხვევაში მდედრმა იცის, რომ შვილის კაცურად გაიზრდება და 10 წლის ასაკში მამა აუცილებლად დააძალებს გამრავლების ტაბულის და ”დათა თუ სახშია?”-ს წაკითხვას.

2. სალამი კაი ბიჭებს (მიზანი: სალამი კაი ბიჭებს, უნებური მიზანი: საკუთარი სიდაუნის გამოვლენა).
სტატუსი: ”ქურდების დრო ჯერ არ წასულა! მგლები მუდამ იცოცხლებენ.”

ასეთი ტიპის პროფილებში საინტერესო არამარტო სტატუსი, არამედ სურათებიცაა. ძირითადად ბანალურ ტანსაცმელში ჩაცმული, ბანალური ტიპები ჭარბობენ, რომელთაც რამე ”ზონოვსკი” და ”ქუჩოვსკი” პოზა უჭირავთ, ხოლო ხელში – დანა.

გაგიკვირდებათ და ამ ტიპის ხალხსაც ჰყავთ თავყვანისმცემლები. როგორც იტყვიან, მაშასადამე, კაცობა ჯერ კიდევ ფასობს.

1. დალოცვა/ლოცვა (მიზანი: დალოცვა/ლოცვა)
სტატუსი: ”უფალო შეგივიწყალენ…” ”ღმერთო დაგვიფარე” და ა.შ.

აქ ვლინდება ადამიანის სათნოება და პატიოსნება. ცხადია ასეთი ტიპის სტატუსების მქონე ადამიანებს ბევრი ”პაკლო” ჰყავთ. მორწმუნე – აპრიორი ნიშნავს კარგს, პატიოსანს, კარგ საყრდენს, კარგ მეოჯახეს. პირველი ”პისმოს” შინაარსი ძირთადად ასეთია ხოლმე: ”რომელ ეკლესიაში დადიხარ? ვინ არის შენი მოძღვარი?”

შემდეგი ეტაპი
”აუუ, ვიცი ეგ მამაო, ძალიან საყვარელი ვინმეა.”
”აუ ხვალ ვერ შემოვალ, წირვაზე მივდივარ და მერე იქიდან დაქალთან.”
”მარხვაზე ხარ? აუ მეც. რა გაძლებს ახალ წელს გოჭის გარეშეეეეეეე? მარა ახლა გავიგე სამარხვო ხალხადეცი ყოფილა სუპერმარკეტებში და ალბათ იმას ვიყიდი.”

ცხადია, ურთიერთობა რომელიც იწყება – ბანალურად ვითარდება. ქორწინებამდე სექსზე არათუ საუბარი, ფიქრიც კი შეუძლებელია. სამაგიეროდ ამ სტატუსის მქონე ახალგაზრდა წარმატებით დადის პროსტიტუებში. მოკლედ ჩვეულებრივი ქართულ-ადნაკლასნიკური სიტუცია. 
”ნანუკა, აბა წავედი მე დასაძინებლად, ღმერთს ებარებოდე! :* ”

კონფლიქტების გაშუქების სკოლა
საქართველოში კონფლიქტების გაშუქების სკოლა გაიხსნა. ინიციატორები «ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი» და თავდაცვის სამინისტროა. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის პირველი სპეციალიზებული კურსი 6-13 დეკემბერს, ანტონიო ფაგუნდესის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ჩატარდება.

როგორც ჩვენთან საუბრისას ამ სკოლის დირექტორმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა სკოტ ამუნდსენმა განგვიცხადა, ამ სკოლის კურსდამთავრებულები დღეს წარმატებით მოღვაწეობენ ისეთ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, როგორებიცაა ნატოს და გაეროს გენერალური მდივნის ასისტენტები, თეთრი სახლის მრავალი მაღალჩინოსანიც ამ სკოლის კურსდამთავრებული ყოფილა.

”ჩვენ ვითვალისწინებთ რა ქართულ რეალობას ვგეგმავთ, რომ სასწავლო კურსი შევცვალოთ და მოვარგოთ იგი ადგილობრივ საჭიროებებს. ასე მაგალითად ჩვენი კურსანტები შეისწავლიან რიტორიკას და მასთან ერთად ე.წ. ”ბაზარს”, რაც მათ მართლაც ბევრი კონფლიქტის მოგვარებაში დაეხმარება შინ თუ გარეთ” – გაგვიმხილა ამუნდსენმა და აქვე დასძინა, რომ სამომავლოდ დაგეგმილია საბრძოლო ხელოვნების შესწავლაც, სადაც შევა ბოთლებით ჩხუბის და ჩანგლების ვენაში გაყრის სპეციალობები, ასევე კონფლიქტების მოგვარების რელიგიური (”მარხვაზე ვარ ჩმდდშვც”) და ეთნიკური (”ქართველები არა ხართ, ბიჭო?”) მოტივები.

პარლამენტი დღეს “საარჩევნო კოდექსში’’ შესატან ცვლილებებზე იმსჯელებს
თბილისი (მომავალში კი ქუთეისი) – საქართველოს პარლამენტი დღეს პირველი მოსმენით განიხილავს “საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს.” როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ეს ცვლილებები ძირეული და ფუნდამენტური იქნება. არსებობს რამდენიმე პაკეტი, რომლებიც სხვადსხვა ფრაქციებმა თუ დეპუტატებმა შეადგინეს.

ერთ–ერთი პაკეტის ავტორი ჯონდი ბაღათურია და მისი “ქართული დასია.” მათი პროქეტის მიხედვით არჩევნები “არჩევანი-არადანის” პრინციპით უნდა ჩატარდეს; არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტი უნდა დადგეს ტრაილ მინდორზე, ხოლო ამომრჩევლები მივიდნენ და მათ გვერდით დადგნენ. ვისაც უფრო მეტი ამომრჩეველი დაუდგება გამარჯვებულიც ის იქნება. “მართალია ეს ძალიან დიდ დროს და ენერგიას წაიღებს, სამაგიეროდ ერთხელ და სამუდამოდ მოეღება ბოლო გაყალბებას, კარუსელებს და ა.შ.” აცხადებს ბაღათურია.

“ქართული დასის” ინიციატივას უმრავლესობის წევრებიც იწონებენ, პარლამენტარი გიგი წერეთელი თვლის, რომ ამ პაკეტის დახვეწვის შემთხვევაში სახეზე გვექნება უნაკლო საარჩევნო სისტემა და რაც ყველაზე მთავარია ეს იქნება პირველად საქართველოში… მსოფლიოშიც. “ჩემი აზრით საჭირო იქნება არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს სხვადსხვა ფერები მივანიჭოთ, ვთქვათ ნაციონალურ მოძრაობას წითელი, ამომრჩევლები ამ ფერის მაისურებს ჩაიცმევენ და ისე მოვლენ თავიანთი ფავორიტის მხარდასაჭერად, ეს კი უფრო გაადვილებს დათვლის პროცესს” აცხადებს წერეთელი.

ქრისტიან დემოკრატების პოზიცია, ქრისტიან დემოკრატთა ვარსკვლავთ ბიჭუნამ, ზაზა გაბუნიამ გააჟღერა: “ჩვენ ვთვლით რომ არჩევანი ღმერთისგან უნდა მოდიოდეს და შესაბამისად პარლამენტიც, საკრებულოც და პრეზიდენტიც ღვთისგან რჩეული ადამიანებისგან უნდა შედგებოდეს.” ცხადია ჩნდება კითხვა, როგორ უნდა მოხდეს ღვთის ნების გამოვლენა

ზაზა გაბუნიას პასუხი ამაზეც აღმოაჩნდა: “ჩვენ დავაყენებთ არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს, ნაკურთხ მტრედს დაიჭერს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რომელსაც დანიშნავს საქართველოს ეკლესია. ეს ადამიანი, ამ მტრედს გაუშვებს და ვისაც ის დააჯდება ის იქნება გამარჯვებული. ცხადია ამ პროცედურამდე ყველა კანდიდატი შემოწმდება და გაიჩხრიკება, ჩვენ ხომ არ გვინდა რომ მტრედი ბატიბუტით ან პურის ნამცეცებით მიიტყუონ?”

ცნობილია რომ ორივე პროექტს საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს და ორივეს დიდი შანსი აქვს გავიდეს. ბევრ მოქალაქეს შეიძლება ეჭვი შეეპაროს ამ ყველაფერში და მიიჩნიოს რომ პარლამენტი არაადეკვატურად იქცევა, თუმცა ჩვენ შეგახსენებთ, რომ ჩვენი პარლამენტი პარლამენტი კი არა, ინელექტის ნამდვილი ზეიმია და აქედან გამომდინარე ყველაფერი კარგად იქნება.

ლალი მოროშკინამ შესაძლოა შალვა რამიშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანოს
მას შემდეგ, რაც ცნობილმა ტელეწამყვანმა, მარინა სალუქვაძემ, განაცხადა რომ შალვა რამიშვილის გადაცემაში, ”სიმართლის დრო,” დასმული შეკითხვა (”გიფიქრიათ თუ არა მარინა სალუქვაძესთან სექსზე?”) შესაძლოა სასამართლოში ჩივილის საფუძველი გახდეს, იგივე მუქართი გამოვიდა ცნობილი ქართველი მწერალი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე, ქალის ეტალონი და პროფილის ხშირი სტუმარი, ლალი მოროშნიკა. მოროშკინა, სალუქვაძისგან გასხვავებით, რამიშვილს იმის გამო უჩივის რომ ამ უკანასკნელის გადაცემაში ის ჯერ არც ერთხელ არ უხსენებიათ.

”ჩემს გაოცებას და განრისხებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ვნახე რომ აგერ უკვე მესამე გადაცემაში არ მახსენეს. და ეს ხდება მაშინ, როცა მე XXI საუკუნის ნოდარ დუმბაძეს მიწოდებენ, ისევე როგორც გივი სიხარულიძეს – ჩეხოვს.”

ნი2 დაუკავშირდა შალვა რამიშვილსაც.
რამიშვილი: ლალი მოროშკინაზე ქართულმა საზოგადოებამ თითქმის ყველაფერი იცის და რაც არ იცის, ის ეთერში გასაშვები არაა.
ნი2: და ეთერში გასაშვებად როგორი მასალა მიგაჩნიათ მართებულად?
რამიშვილი: აი ეს! (და ხელს ”სამსონაძეების” პლაკატისკენ იშვერს).

ქართული რადიო – მხოლოდ გემოვნებიანი მუსიკა და საინტერესო გადაცემები

ეს საინტერესოა

საქართველოში H1N1 ვირუსის კიდევ 27 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული H1N1 ვირუსის კიდევ 27 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 
როგორც "სი–ეიც–ენს" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ შოთა ცანავამ განუცხადა, გამოვლენილი შემთხვევებიდან 2 ჰოსპიტალიზირებულია. მათ ვირუსის საშუალო სიმძიმის ფორმა აქვთ და მკურნალობა ინფექციური პათოლოგიისა ცენტრში უტარდებათ. პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია... ვრცლად>>

"ღია ბოქლომი"-ს სიახლეები

ბენერი

გრიშა ქობალიას “ნაციონალურ დამსახურებას“ რევაზ ლაღიძე შეწირეს

- “მე მინდა ჩვენს ერთ პრობლემაზე მოგითხროთ და ძალიან გთხოვთ, რამენაირად დაგვეხმაროთ. მე ვარ ლაღიძის ქუჩის მცხოვრები, სადაც პრეზიდენტის რეზიდენციაა განთავსებული. აღმოჩნდა, რომ ჩვენმა ალიოკა ქობალიამ ყველასგან დაუკითხავად გადაწყვიტა მამამისის, გრიგოლ ქობალიას სახელის დარქმევა ჩვენი ქუჩისთვის.

სასწაული ის არის, რომ სადაც ალიკა ქობალია ცხოვრობს, იმ ქუჩას ”სვანეთის” ერქვა და ახლა მისი ძმის, ლევან ქობალიას სახელი ჰქვია. ნუთუ რამდენი ადამიანიც გარდაიცვლება მის ოჯახში, იმდენი ქუჩის სახელწოდება უნდა შეიცვალოს? იცით რა არის ყველაზე ცუდი? ჩემი შვილი რომ გაიზრდება, ვერ ავუხსნი, თუ რატომ ჰქვია ქუჩას ქობალიას სახელი და ვერ ავუხსნი რას წარმოადგენდა იგი...
ვრცლად>>

დედოფლისწყაროს სიახლეები

ten-year school

ჟურნალ "ღია ბოქლომთან" არსებული ჟურნალისტთა სკოლა აცხადებს მოსწავლეთა მიღებას...

ინფორმაცია>>

საინფორმაციო პორტალი

georgia