ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსულმა თვითმფრინავებმა საქართველოს საჰაერო სივრცე დალაშქრეს და სულ მიყოლებით განმუხური, ანაკლია, ფოთი, სენაკი, გორი და ოსეთი დაბომბეს. ცეცხლის შეწყვეტის ცალმხრივი შეთანხმებით დრო მიდიოდა და უშედეგო ლოდინის წყალობით იხოცებოდა უდანაშაულო მოსახლეობა და ის ქრთველი ჯარისკაცები, რომლებსაც საპასუხო ცეცხლის გახსნის უფლება არ ჰქონდათ. საქართველოს ტერიტორიების უმრავლესობა ოკუპირებული აღმოჩნდა. რუსულ მონობისთვის თავი რომ დაგვეღწია, ათეულობით წლები ვიბრძოდით და მაშინ როცა თითქოს შედეგსაც მივაღწიეთ, სწორედ დაშინ დაგვეწია “აღართში ლოდი”. 1921 წლისგან განსხვავებთ 2008წელს ევროპამ გულთან ახლოს მიიტანა პატარა ქვეყნის დიდი გასაჭირი და რუსეთს ოფიციალურად მოსთხოვეს ცეცხლის დაუოვნებლივ შეწყვეტა. ამჯერად საქართველოს გვერით მსოლიოს წამყვანი ქვეყნები აღმოჩნდნენ, ამგვარად, რუსული ჩექმისგან საბოლოო გათელვას სასწაულებრივ გადავურჩით. ერთი წლის შემდეგაც კი მოსახლეობა ამ დღეს ისეთივე გულისტკივილით და ემოციებით იხსენებს, როგორც ეს იმ დღეს იყო. მიუხედავად იმის, რომ ომის კვლავ განახლების სასიშროება თითქმის არ არსებობს, ხალხი აგვისტოს დადგომას მაინც შიშით ელოდება. მათივე განცხადებით არ არსებობს გარანტია, რომლის მიხედვითაც შეიძლება გამოირიცხოს ასეთი დღეების კვლავ დანმეორება. საქართველოს რეგიონში ამ დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების ჩატარება იგეგმება. იმ ადგილებში სადაც რუსული ბომბები სცვიოდა - ერთიანობის კოცონი დაინთება; ქლაქებსა და სხვა რაიონულ ცენტრებში - ცოცხალი ჯაჭვი შეიკრება, რომ კიდევ ერთხელ დაინახოს მსოფლიომ საქართველოს და ქართველების ერთობა და ერთსულოვნება
დარია როგავა