- “მე მინდა ჩვენს ერთ პრობლემაზე მოგითხროთ და ძალიან გთხოვთ, რამენაირად დაგვეხმაროთ. მე ვარ ლაღიძის ქუჩის მცხოვრები, სადაც პრეზიდენტის რეზიდენციაა განთავსებული. აღმოჩნდა, რომ ჩვენმა ალიოკა ქობალიამ ყველასგან დაუკითხავად გადაწყვიტა მამამისის, გრიგოლ ქობალიას სახელის დარქმევა ჩვენი ქუჩისთვის.

სასწაული ის არის, რომ სადაც ალიკა ქობალია ცხოვრობს, იმ ქუჩას ”სვანეთის” ერქვა და ახლა მისი ძმის, ლევან ქობალიას სახელი ჰქვია. ნუთუ რამდენი ადამიანიც გარდაიცვლება მის ოჯახში, იმდენი ქუჩის სახელწოდება უნდა შეიცვალოს? იცით რა არის ყველაზე ცუდი? ჩემი შვილი რომ გაიზრდება, ვერ ავუხსნი, თუ რატომ ჰქვია ქუჩას ქობალიას სახელი და ვერ ავუხსნი რას წარმოადგენდა იგი...

როგორ შეიძლება ქართველმა ხალხმა რევაზ ლაღიძის ქუჩას დაარქვას იმ ადამიანის სახელი, რომელსაც არანაირი დამსახურება არ ჰქონია. ლაღიძის ქუჩას ვერავინ შეცვლის, თუმცა გვეშინია ხმის ამოღების, რადგან ალიკა ქობალია სამსახურებიდან გაგვათავისუფლებს... ქობალიების არ არის ზუგდიდი“.

ეს წერილი ”პრესა.გე” -მ, ელექტრონული ფოსტით, ცოტა ხნის წინ მიიღო და ვითარების გარკვევას იმავე ქუჩაზე შეეცადა. ლაღიძის არა, მაგრამ უკვე გრიგოლ ქობალის ქუჩაზე მისულ ჟურნალისტს შესასვლელ კარებზე გაკრული შესაბამისი ტრაფარეტი მართლაც დახვდა.

გამონაკლისი მხოლოდ ექვსამდე მაცხოვრებელი აღმოჩნდა, რომელთა რკინის ღობეებზე მხოლოდ ჭანჭიკები ჩანდა.

”პრესა. გე“-მ წერილის ავტორს, ნინიკოს, ლაღიძის ქუჩიდან ვერ მიაკვლია, სამაგიეროდ რამდენიმე ისეთი ადამიანი ”იპოვა“, ვინც ”გასაჭირზე“ ალაპარაკდა.

შიში, რომელზეც ნინიკო აღნიშნავდა, რეალური აღმოჩნდა. ქუჩის მაცხოვრებლები ინტერვიუს ჩაწერაზე უარს აცხადებდნენ და საკუთარ აზრს ჟურნალისტებთან მხოლოდ პირად საუბარში გამოხატავდნენ.

მცხოვრებლები ადასტურებენ, რომ ლაღიძის ქუჩას ქობალიას სახელი მათი თანხმობის გარეშე გადაერქვა. უფრო მეტიც, უცხო პირები ტრაფარეტებს ღამის საათებში, მალულად ცვლიდნენ.

მოსახლეობის ნაამბობიდან ირკვევა, რომ ახალი სახელწოდებით ტრაფარეტის გაკვრაზე პროტესტი მაშინვე გაჩნდა. მათ შორის, ყველაზე გამბედავი 14 წლის მოზარდი აღმოჩნდა, რომელმაც საკუთარი ეზოს კარებს გრიგოლ ქობალიას სახელით აღნიშნული ნომერი საკუთარი ხელებით ჩამოგლიჯა.

ქუჩის სახელწოდების შეცვლის შესახებ, მცხოვრებლების ნაწილმა მხოლოდ მაშინ შეიტყო, როცა პირადობის მოწმობის აღება დასჭირდა.

ერთ-ერთი ხანდაზმული მაცხოვრებელი ამბობს: ”რა, თუ გრიშა ქობალიას ცოლი გარდაიცვლება, მის სახელს დაარქმევენ რომელიმე ქუჩას? სამწუხაროა, რომ ჩვენ არაფერს გვეკითხებიან...“

”პრესა.გე“-მ ქუჩის სახელწოდების შეცვლის ინიციატორის მოკვლევაც დაიწყო და მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიაკითხა. ოფიციალურად გამოთხოვილ წერილში კი საინტერესო დეტალები გამოჩნდა.

გაირკვა, რომ ზუგდიდელების 34-კაციანმა ჯგუფმა გასული წლის 10 ოქტომბერს რაიონის მაჟორიტარ დეპუტატსა და პარლამენტის ვიცე-სპიკერს, ფრიდონ თოდუას თხოვნის წერილით მიმართეს, რომელიც ყოფილი პრემიერის, ოთარ ფაცაციას ხელმოწერით იწყება და გრიგოლ ქობალიას ახლო ნათესავის, გუბერნატორის მოადგილის, ალექსანდრე ახვლედიანის ”დასტურით“ სრულდება.

- ”ბატონი გრიგოლ ქობალია მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლი იყო ვარდების რევოლუციისა და აჭარის დედა სამშობლოში დაბრუნების მოვლენების დროს, რაც ბატონ პრეზიდენტს არაერთხელ აღუნიშნავს...

ქობალია იყო პიონერი საქართველოში დამოუკიდებელი ტელეკომპანიის ჩამოყალიბებაში, შსს სტრუქტურებში ავტომატიზირებული კომპიუტერული სამძებრო სისტემის ჩამოყალიბებაში...

ბატონი გრიგოლის სახელის უკვდავსაყოფად, პრეზიდენტის მოსაზრება არის დაერქვას ზუგდიდში ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩას გრიგოლ ქობალიას სახელი, რაც სხვადასხვა მიზეზებით გაჭიანურდა...“ - ნათქვამია წერილში.

ფრიდონ თოდუამ არ დააყოვნა და ზუსტად ერთი კვირის თავზე, გუბერნატორ გოროზიასთან წერილი აფრინა, სადაც გრიგოლ ქობალიას ”სამაგალითო დამსახურებების“ აღნიშვნასთან ერთად პირდაპირ მიუთითა, ”კომპეტენციის ფარგლებში ზუგდიდის მოსახლეობის თხოვნა დადებითად გადაეწყვიტა“.

გოროზიას ”რეაგირება“ უფრო სწრაფი აღმოჩნდა და მაჟორიტარის თხოვნა, თუ მოთხოვნა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, ვახტანგ ცხადაიას 4 დღეში ”გადაუგორა“.

ასე დააყენეს მისმა ”თანამებრძოლებმა“ ფაქტისა და გრიგოლ ქობალიას ”წარუშლელი კვალის“ წინაშე, ვახტანგ ცხადაია. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე პეტია ანთია აცხადებს, რომ საკითხის ”შესწავლა“ ადგილზე მოხდა, სადაც მოსახლეობას პროტესტი არ გამოუხატავს, თუმცა საკანონმდებლო ორგანოში, ქუჩის სახელწოდების შეცვლაზე, არც მოსახლეობის წერილობითი მოთხოვნა დევს.

”პრესა. გე“-ს ინფორმაციით, საკრებულოს სხდომაზე საკითხის გადაწყვეტას დიდი ალიაქოთი მოჰყოლია. ამას ერთადერთი ოპოზიციონერი წევრი, კონსერვატორი კობა ვაზგანავაც ადასტურებს. ის ამბობს, რომ მასთან ერთად, საკრებულოს ”ნაციონალური“ წევრებიც ეწინააღმდეგებოდნენ ქობალიას ქუჩის არსებობას, მაგრამ ვერაფერს გახდნენ და ბოლოს ისინი ნების წინააღმდეგ მაინც დაითანხმეს.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, საკრებულოს წევრებმა ”მთელი საქართველო უფრო დიდ სირცხვილს გადაარჩინეს, რადგან ქობალიას სახელის მინიჭება ოჯახის მოთხოვნით სოხუმის ქუჩისთვის უნდოდათ, გზისთვის, რომელსაც ზუგდიდიდან აფხაზეთის საზღვართან მართლაც მივყავართ“.

გრიგოლ ქობალიას ქუჩას ”ვარლამის ქუჩა” უკვე უწოდა ზუგდიდის საკნების აქციის ორგანიზატორმა კახა მიქაიამ.
- ”შარიკოვების ხელისუფლებამ გადაწყვიტა და განახორციელა ის, რომ რევაზ ლაღიძის ქუჩას გრიშა ქობალიას ქუჩა უწოდა. თენგიზ აბულაძის არ იყოს, ზუგდიდში ვარლამის ქუჩაა, ქუჩა, რომელიც ტაძრამდე ვერანაირად ვერ მიგვიყვანს. ვფიქრობ, ეს არის ზუგდიდის წარსულის, აწმყოსა და მომავლის შეურაცხყოფა. აფერუმ, თქვენს მოთმინებას ზუგდიდელებო!“


[ნანა ფაჟავა, ზუგდიდი]

ქართული რადიო – მხოლოდ გემოვნებიანი მუსიკა და საინტერესო გადაცემები

ეს საინტერესოა

საქართველოში H1N1 ვირუსის კიდევ 27 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული H1N1 ვირუსის კიდევ 27 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 
როგორც "სი–ეიც–ენს" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ შოთა ცანავამ განუცხადა, გამოვლენილი შემთხვევებიდან 2 ჰოსპიტალიზირებულია. მათ ვირუსის საშუალო სიმძიმის ფორმა აქვთ და მკურნალობა ინფექციური პათოლოგიისა ცენტრში უტარდებათ. პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია... ვრცლად>>

"ღია ბოქლომი"-ს სიახლეები

ბენერი

გრიშა ქობალიას “ნაციონალურ დამსახურებას“ რევაზ ლაღიძე შეწირეს

- “მე მინდა ჩვენს ერთ პრობლემაზე მოგითხროთ და ძალიან გთხოვთ, რამენაირად დაგვეხმაროთ. მე ვარ ლაღიძის ქუჩის მცხოვრები, სადაც პრეზიდენტის რეზიდენციაა განთავსებული. აღმოჩნდა, რომ ჩვენმა ალიოკა ქობალიამ ყველასგან დაუკითხავად გადაწყვიტა მამამისის, გრიგოლ ქობალიას სახელის დარქმევა ჩვენი ქუჩისთვის.

სასწაული ის არის, რომ სადაც ალიკა ქობალია ცხოვრობს, იმ ქუჩას ”სვანეთის” ერქვა და ახლა მისი ძმის, ლევან ქობალიას სახელი ჰქვია. ნუთუ რამდენი ადამიანიც გარდაიცვლება მის ოჯახში, იმდენი ქუჩის სახელწოდება უნდა შეიცვალოს? იცით რა არის ყველაზე ცუდი? ჩემი შვილი რომ გაიზრდება, ვერ ავუხსნი, თუ რატომ ჰქვია ქუჩას ქობალიას სახელი და ვერ ავუხსნი რას წარმოადგენდა იგი...
ვრცლად>>

დედოფლისწყაროს სიახლეები

ten-year school

ჟურნალ "ღია ბოქლომთან" არსებული ჟურნალისტთა სკოლა აცხადებს მოსწავლეთა მიღებას...

ინფორმაცია>>

საინფორმაციო პორტალი

georgia