![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEhy3bGgQRai221rwEuFacGvqEfQ0ErXe2AlULg7PbJCbprpQ4nrVZnPbJIYyZWbsCtA9-9a2fkoKoxPa_PsjGC5TBrNoXY8XLbieOfNNjRrwhIi-AE8v3QnZKVfqGPJQYt8eMC_JsAEV0Y/s200/l_cd6e91c1f46f905d50f095bdaf445d40.jpg)
როგორც "სი–ეიც–ენს" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ შოთა ცანავამ განუცხადა, გამოვლენილი შემთხვევებიდან 2 ჰოსპიტალიზირებულია. მათ ვირუსის საშუალო სიმძიმის ფორმა აქვთ და მკურნალობა ინფექციური პათოლოგიისა ცენტრში უტარდებათ. პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მისივე თქმით, ახლადგამოვლენილი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი 15-დან 29 წლის ასაკობრივ ჯგუფზე მოდის. სულ ამ ასაკობრივ ჯგუფში ვირუსით ინფიცირების 78 შემთხვევა დაფიქსირდა.
ამასთან, ახალი შემთხვევებიდან 7 აჭარის რეგიონზე მოდის, დანარჩენი 20 კი თბილისზე.
სულ საქართველოში ოფიციალურად 147 შემთხვევაა რეგისტრირებული.