უკვე რამდენიმე თვეა, რაც აქტიურად მიმდინარეობს მდინარე ჩხოუშიას გასუფთავება. სამუშაოები დაახლოებით სამი თვის წინ დაიწყო და სავარაუდოდ ხუთ თვეში დასრულდება. სანაგვედ ქცეული მდინარის დასუფთავებას მოსახლეობა დადებითად აფასებს, ისინი ფიქრობენ, რომ ასეთი სახის აქციები ქალაქის იერსახეს გააუმჯობესებს. აღნუშნულ სანიტარულ ღონისძიებას სამწუხაროდ ტრაგიკული შემთხვევა მოჰყვა, სამუშაოების დაწყებიდან რამდენიმე დღეში ერთ-ერთმა მუშამ ქვედა კიდურის ტრამვა მიიღო, ის ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობის კურსს გადის. პაციენტს ქვედა კიდურის ამპლუტაცია ესაჭიროებოდა თუმცა ექიმების დახმარებით ის დაინვალიდებას გადაურჩა. მიმდინარე სანიტარული სამუშაოები, ცუდი ამინდების მიუხედავად მაინც გრძელდება.
თამუნა ძაპტაშვილი