ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატულ თეატრში პრემიერა გაიმართება.
"ზარატუსტრას ჟამი" არის დრამატურგ რეზო კლდიაშვილის ექსპერიმენტი, ნიცშეს ნაწარმოების მიხედვით, სკექტაკლის დადგმის პირველი მცდელობა. სპექტაკლში მთავარ როლს თავად დრამატურგი შეასრულებს, რაც ქართულ სინამდვილეში უპრეცედენტო შემთხვევაა.
როგორც ზუგდიდის თეატრის მმართველი და მთავარი რეჟისორი, ირაკლი გოგია აცხადებს, შემთხვევითი არ არის, რომ სპეკტაკლის პრემიერა სწორედ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს იმართება. "ზარატუსტრას ჟამი" ტრანსფორმირებულია სფეციალურად სპექტაკლისათვის და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს იდეურად ეხმაურება.
რეზო კლდიაშვილის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ზუგდიდის თეატრის რეჟისორი შეეჭიდა ამ სპექტაკლს, რომლითაც საფუძველი ეყრება საქართველოში აზრის თეატრის ჩამოყალიბებას.
"ჩვენი მიზანია, აზრის ცეცხლი მივიტანოთ მაყურებლამდე, რათა ხალხმა ნათლად შეიგრძნოს სიტყვის ძალა", - აცხადებს კლდიაშვილი.

ცნობილი ქართველი დრამატრურგი რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრებში მოღვაწეობს. მის სახელს უკავშირდება სპექტაკლები "საპოვნელა", "შორაპნელი ქალბატონები", "იადონას თეატრი", "მარტოობის ბინადარი". იგი აქტიურად თანამშრომლობდა სოფიკო ჭიაურელის ერთი მსახიობის თეატრთან. მონაწილეობდა ჰოლანდიურ-გერმანულ-ქართულ პროექტში "სუფრა", რომლის პრემიერაც 2003 წელს ბერლინსა და ამსტერდამში გაიმართა.


ქართული რადიო – მხოლოდ გემოვნებიანი მუსიკა და საინტერესო გადაცემები

ეს საინტერესოა

საქართველოში H1N1 ვირუსის კიდევ 27 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული H1N1 ვირუსის კიდევ 27 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 
როგორც "სი–ეიც–ენს" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ შოთა ცანავამ განუცხადა, გამოვლენილი შემთხვევებიდან 2 ჰოსპიტალიზირებულია. მათ ვირუსის საშუალო სიმძიმის ფორმა აქვთ და მკურნალობა ინფექციური პათოლოგიისა ცენტრში უტარდებათ. პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია... ვრცლად>>

"ღია ბოქლომი"-ს სიახლეები

ბენერი

გრიშა ქობალიას “ნაციონალურ დამსახურებას“ რევაზ ლაღიძე შეწირეს

- “მე მინდა ჩვენს ერთ პრობლემაზე მოგითხროთ და ძალიან გთხოვთ, რამენაირად დაგვეხმაროთ. მე ვარ ლაღიძის ქუჩის მცხოვრები, სადაც პრეზიდენტის რეზიდენციაა განთავსებული. აღმოჩნდა, რომ ჩვენმა ალიოკა ქობალიამ ყველასგან დაუკითხავად გადაწყვიტა მამამისის, გრიგოლ ქობალიას სახელის დარქმევა ჩვენი ქუჩისთვის.

სასწაული ის არის, რომ სადაც ალიკა ქობალია ცხოვრობს, იმ ქუჩას ”სვანეთის” ერქვა და ახლა მისი ძმის, ლევან ქობალიას სახელი ჰქვია. ნუთუ რამდენი ადამიანიც გარდაიცვლება მის ოჯახში, იმდენი ქუჩის სახელწოდება უნდა შეიცვალოს? იცით რა არის ყველაზე ცუდი? ჩემი შვილი რომ გაიზრდება, ვერ ავუხსნი, თუ რატომ ჰქვია ქუჩას ქობალიას სახელი და ვერ ავუხსნი რას წარმოადგენდა იგი...
ვრცლად>>

დედოფლისწყაროს სიახლეები

ten-year school

ჟურნალ "ღია ბოქლომთან" არსებული ჟურნალისტთა სკოლა აცხადებს მოსწავლეთა მიღებას...

ინფორმაცია>>

საინფორმაციო პორტალი

georgia