უფასო აკრედიტაცია შეუძლიათ მიიღონ იმ ჟურნალისტებმა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ”მსოფლიოს წყლის კვირეულის” კონფერენციის გაშუქებაში, რომელიც 16-22 აგვისტოს სტოკჰოლმში გაიმართება.

ყველა ღონისძიებაზე თავისუფლად დასასწრებად და, ასევე, შესაბამისად აღჭურვილი პრესისთვის განკუთვნილ ოთახში სამუშაოდ, ჟურნალისტები ჯერ www.worldwaterweek.org/media-ზე უნდა დარეგისტრირდნენ. რეგისტრაციის გავლა ნებისმიერ ლეგიტიმურ მედია საშუალებაში მომუშავე ჟურნალისტს შეუძლია. რეგისტრაცია უფასოა და იგი არ ითვალისწინებს მგზავრობის, ცხოვრების, კვების და სხვა სახის ხარჯების ანაზღაურებას.

რეგისტრირებული ჟურნალისტები აგვისტოს დასაწყისში სპეციალურ მასალებს მიიღებენ, რომელშიც მოცემული იქნება კონფერენციის შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, სიუჟეტების იდეები, ექსპერტთა სია და ცნობები ხელმისაწვდომი მედია სერვისების შესახებ. 

იმ ჟურნალისტებს, რომლებსაც არ შეუძლიათ კონფერენციაზე დასწრება, საშუალება ექნებათ მიიღონ შესაბამისი ნიუს-რელიზები, სურათები და ვიდეომასალები შემდეგი ვებსაიტიდან: www.worldwaterweek.org/media. გარდა ამისა, იმ ჟურნალისტებს, რომლებსაც სურთ პროფესიული ვიდეომასალების მიღება, შეუძლიათ ეწვიონ შემდეგ ვებსაიტს: www.thenewsmarket.com/siwi

დამატებითი ინფორმაციისთვის, რომელიც კონფერენციის დეტალებს ან პრესის რეგისტრაციას ეხება, ეწვიეთ ვებგვერდს: www.worldwaterweek.org , ან გაუგზავნეთ მიმართეთ ელ ჯოშ პალიას, ელ. ფოსტის მისამართზე: josh.paglia@siwi.org. [წყარო:მედია.გე]

ქართული რადიო – მხოლოდ გემოვნებიანი მუსიკა და საინტერესო გადაცემები

ეს საინტერესოა

საქართველოში H1N1 ვირუსის კიდევ 27 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული H1N1 ვირუსის კიდევ 27 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 
როგორც "სი–ეიც–ენს" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ შოთა ცანავამ განუცხადა, გამოვლენილი შემთხვევებიდან 2 ჰოსპიტალიზირებულია. მათ ვირუსის საშუალო სიმძიმის ფორმა აქვთ და მკურნალობა ინფექციური პათოლოგიისა ცენტრში უტარდებათ. პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია... ვრცლად>>

"ღია ბოქლომი"-ს სიახლეები

ბენერი

გრიშა ქობალიას “ნაციონალურ დამსახურებას“ რევაზ ლაღიძე შეწირეს

- “მე მინდა ჩვენს ერთ პრობლემაზე მოგითხროთ და ძალიან გთხოვთ, რამენაირად დაგვეხმაროთ. მე ვარ ლაღიძის ქუჩის მცხოვრები, სადაც პრეზიდენტის რეზიდენციაა განთავსებული. აღმოჩნდა, რომ ჩვენმა ალიოკა ქობალიამ ყველასგან დაუკითხავად გადაწყვიტა მამამისის, გრიგოლ ქობალიას სახელის დარქმევა ჩვენი ქუჩისთვის.

სასწაული ის არის, რომ სადაც ალიკა ქობალია ცხოვრობს, იმ ქუჩას ”სვანეთის” ერქვა და ახლა მისი ძმის, ლევან ქობალიას სახელი ჰქვია. ნუთუ რამდენი ადამიანიც გარდაიცვლება მის ოჯახში, იმდენი ქუჩის სახელწოდება უნდა შეიცვალოს? იცით რა არის ყველაზე ცუდი? ჩემი შვილი რომ გაიზრდება, ვერ ავუხსნი, თუ რატომ ჰქვია ქუჩას ქობალიას სახელი და ვერ ავუხსნი რას წარმოადგენდა იგი...
ვრცლად>>

დედოფლისწყაროს სიახლეები

ten-year school

ჟურნალ "ღია ბოქლომთან" არსებული ჟურნალისტთა სკოლა აცხადებს მოსწავლეთა მიღებას...

ინფორმაცია>>

საინფორმაციო პორტალი

georgia