ქართული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, გაეროში საქართველოს ყოფილი ელჩი და ის, რომელშიც მომავალ პრეზიდენტად ხედავენ, გვიზიარებს თავის მოსაზრებებს სააკაშვილის წასვლის შემდგომ საქართველოს მომავალზე.

ოპოზიციამ წააგო ხელისუფლებასთან დაპირისპირებაში?
- სულაც არა. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ საზოგადოებას რეალურად სურს ცვლილებები: არა მხოლოდ პერსონალურ, არამედ ხელისუფლების მოწყობის დონეზე. რამდენადაც დღევანდელი საქართველოს მთავარი პრობლემა ერთი პირის - პრეზიდენტის ხელში მთელი ძალაუფლების მოქცევაა და შედეგად მიღებული რეპრესიული რეჟიმი. ჩვენ ეს ერთობლივად უნდა შევცვალოთ.

თქვენ ვადამდელ არჩევნებს ელოდებით - საპარლამენტოს თუ საპრეზიდენტოს?
- არჩევნების კალენდარი იქნება ძირითადი საკითხი ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების დროს. მთავარია, არჩევნების სისტემის შეცვლა. ამ ცვლილებების გარეშე არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს, რადგან ამჟამად ის სრულიად კონტროლდება ხელისუფლების მიერ.

და ხელისუფლება წავა საარჩევნო კანონის ცვლილებაზე?
- სხვა ალტერნატივა მათ არ აქვთ. სააკაშვილმა უნდა იფიქროს, თუ რას დატოვებს თავის შემდეგ. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაპირების შესრულება მან ვერ შეძლო. დაპირება ნატოში ინტეგრაციაზეც არარეალურია, მინიმუმ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში. ის, რაც მას შეუძლია რეალურად გააკეთოს, ეს დემოკრატიული ტრანსფორმაცია და ხელისუფლების დემოკრატიულად გადაცემაა.

თქვენ როგორ აპირებთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემის გადაჭრას?
- ჩვენ ამ საკითხს მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადავჭრით. მეორე - ჩვენ უნდა დავიწყოთ პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან. პირველ რიგში კონცენტრირება უნდა მოვახდინოთ არა პოლიტიკურ პრობლემებსა და სტატუსზე, არამედ დავამყაროთ ურთიერთობები ხალხებს შორის. ეს შესაძლებელია ერთობლივი ეკონომიკური, კულტურული და სხვა ტიპის პროექტების განხორციელებით, რომელიც შესაძლოა ევროპული სტრუქტურების მიერ დაფინანსდეს.

სამხრეთ ოსეთთან ომამდე თქვენ აფხაზეთში იმყოფებოდით და კონფლიქტის დარეგულირების გეგმა შესთავაზეთ. მასში ეს ყველაფერი იყო: ერთობლივი ფინანსური პროექტებიც, დიალოგიც. მაგრამ არაფერი გამოვიდა.
- 2008 წლის მაისში, როცა აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო მინისტრთან განვიხილავდით ამ დოკუმენტს, ვპოვეთ ურთიერთგაგება. იქ შევიტანეთ ორივე მხარის ძირითადი პრინციპები. ეს იყო სამხედრო მოქმედებების განუახლებლობა და აფხაზური მხარის პოზიცია დევნილების დაბრუნებაზე. ამ პირობებით ჩვენ შეგვეძლო დოკუმენტზე ხელმოწერა - ეს საშუალებას მოგვცემდა თავიდან აგვერიდებინა კონფლიქტის ესკალაცია. მაგრამ, სამწუხაროდ, რუსეთიდან აფხაზეთში დამატებითი ძალები შევიდა და საომარი მოქმედებებისთვის მზადების პროცესი დაიწყო.

თქვენ თვლით, რომ რუსეთმა შეუშალა ხელი შეთანხმებაზე ხელმოწერას?
- დიახ.

რატომ არ გაითვალისწინა სააკაშვილმა და ხელისუფლებამ თქვენი რეკომენდაციები აფხაზეთთან მიმართებაში?
- მათ სხვა პოზიცია და მიდგომები ჰქონდათ.

მათ ომი სურდათ?
- არა. მაგრამ მათი მთავარი პრობლემა უნდობლობა იყო საერთაშორისო ორგანიზაციების (რომლებმაც 13-14 წლის განმავლობაში ვერ შეძლეს კოფლიქტის დარეგულირებაში საქართველოს დახმარება), რუსი სამშვიდობოების და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიმართ.

ვინ არის თქვენი აზრით მთავარი დამნაშავე სამხრეთ ოსეთთან ომში?
- ჩვენ ამას გავიგებთ, თუ ფაქტებს შევხედავთ. ფაქტს, რომელიც უდავოა დღეს - რუსეთმა აწარმოა აგრესიული ომი საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ. ფაქტია ისიც, რომ რუსეთი ოკუპირებას ახდენს საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილის - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის. სამხედრო მოქმედებები, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ განხორციელდა, არალიგიტიმურია და ამ მოქმედებებით მიღწეული რელობა არასდროს იქნება მიღებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ.

მაგრამ თქვენ ვერ უარყოფთ იმ ფაქტს, რომ მიხეილ სააკაშვილმა პირველმა შეიყვანა სამხედროები სამხრეთ ოსეთში.
- მე შემიძლია ჩემი პირადი მოსაზრება მოგახსენოთ: ჩვენი მოქმედებები არ იყო ადექვატური. სააკაშვილმა იმ დღებში ბევრი შეცდომა დაუშვა. ვერ შეაფასას ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული რუსული სამხედრო ძალა. გადაამეტა რუსი ლიდერების პოლიტიკაზე დასავლეთის გავლენის შეფასებაშიც.

თქვენი ნათქვამიდან გამოდის, რომ სააკაშვილი მხოლოდ წამოეგო რუსული მხარის პროვოკაციას.
-დიახ. რა თქმა უნდა.

რუსულ-ქართული ურთიერთობები განწირულად მიგაჩნიათ?
- რუსულ-ქართული ურთიერთობების განახლების ალტერნატივას ვერ ვხედავ. ვერც რუსეთი და ვერც საქართველო ვერ იფიქრებს ხანგრძლივ სტაბილურობაზე რეგიონში, თუ არ გვექნება პირდაპირი დიალოგი. დარწმუნებული ვარ, რომ სამომავლოდ დიალოგი შედგება.

მაგრამ რუსეთთან საერთო ენის გამონახვისთვის საქართველოს ნატოში ინტეგრაციაზე უარის თქმა მოუწევს.
- ევროპულ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციამ გავლენა არ უნდა მოახდინოს რუსეთთან ურთიერთობებზე. რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ ამ ინტეგრაციით მას არავითარი საფრთხე არ ელის. სტაბილური საქართველო რუსეთის ინტერესებშიც უნდა შედიოდეს. რუსული დიპლომატიის უდიდესი შეცდომა იყო ცხინვალის და აფხაზეთის აღიარება. მაგრამ ამავე დროს ჩვენ გვჯერა, რომ მსოფლიო საზოგადოება არასოდეს აღიარებს ამ რეალობას.

თქვენ საქართველოს მომავალ პრეზიდენტად გთვლიან. ამბობენ, რომ ვაშინგტონმა სწორედ თქვენზე დადო ფსონი, რადგან პროამერიკელი პოლიტიკოსი ხართ. ეთანხმებით ამ შეფასებას?
- სრულიად არ ვეთანხმები. აშშ-ს ხელისუფლება მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ ტრანსფორმაციას. რა თქმა უნდა, მათ აქვთ აქ თავიანთი ინტერესები, რადგან სტაბილურობა საქართველოში დაკავშირებულია მთელი კავკასიის სტაბილურობასთან. მაგრამ ისინი არასოდეს უჭერენ მხარს რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკოსს. რაც შეეხება რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებს, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის იყო პოზიტიური. ეს ჩვენს დასავლელ მეგობრებს შესაძლებლობას მისცემს პოზიტიური გავლენა მოახდინონ რუსულ-ქართულ ურთიერთობებზეც.

საქართველოს მხრიდან ნატოში ინტეგრაციის პროცესი, არის სამუშაო პროცესი და ის ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად ალიანსში შესვლა, რადგან ამ პროცესში ჩვენ ვსრულვყოფთ ჩვენი უსაფრთხოებისა და თავდაცვის სტრუქტურებს. ასე რომ, თუ კი იქნება პოლიტიკური ნება ქართული და რუსული მხრიდან, ჩვენ შევძლებთ ბევრ რამეზე მოლაპარაკებას.

[ოლგა ალენოვაКоммерсант]

ქართული რადიო – მხოლოდ გემოვნებიანი მუსიკა და საინტერესო გადაცემები

ეს საინტერესოა

საქართველოში H1N1 ვირუსის კიდევ 27 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული H1N1 ვირუსის კიდევ 27 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 
როგორც "სი–ეიც–ენს" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ შოთა ცანავამ განუცხადა, გამოვლენილი შემთხვევებიდან 2 ჰოსპიტალიზირებულია. მათ ვირუსის საშუალო სიმძიმის ფორმა აქვთ და მკურნალობა ინფექციური პათოლოგიისა ცენტრში უტარდებათ. პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია... ვრცლად>>

"ღია ბოქლომი"-ს სიახლეები

ბენერი

გრიშა ქობალიას “ნაციონალურ დამსახურებას“ რევაზ ლაღიძე შეწირეს

- “მე მინდა ჩვენს ერთ პრობლემაზე მოგითხროთ და ძალიან გთხოვთ, რამენაირად დაგვეხმაროთ. მე ვარ ლაღიძის ქუჩის მცხოვრები, სადაც პრეზიდენტის რეზიდენციაა განთავსებული. აღმოჩნდა, რომ ჩვენმა ალიოკა ქობალიამ ყველასგან დაუკითხავად გადაწყვიტა მამამისის, გრიგოლ ქობალიას სახელის დარქმევა ჩვენი ქუჩისთვის.

სასწაული ის არის, რომ სადაც ალიკა ქობალია ცხოვრობს, იმ ქუჩას ”სვანეთის” ერქვა და ახლა მისი ძმის, ლევან ქობალიას სახელი ჰქვია. ნუთუ რამდენი ადამიანიც გარდაიცვლება მის ოჯახში, იმდენი ქუჩის სახელწოდება უნდა შეიცვალოს? იცით რა არის ყველაზე ცუდი? ჩემი შვილი რომ გაიზრდება, ვერ ავუხსნი, თუ რატომ ჰქვია ქუჩას ქობალიას სახელი და ვერ ავუხსნი რას წარმოადგენდა იგი...
ვრცლად>>

დედოფლისწყაროს სიახლეები

ten-year school

ჟურნალ "ღია ბოქლომთან" არსებული ჟურნალისტთა სკოლა აცხადებს მოსწავლეთა მიღებას...

ინფორმაცია>>

საინფორმაციო პორტალი

georgia