„აფხაზეთში და სამაჩაბლოში, სადაც დღეის მდგომარეობით საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება, მშვიდობისმყოფელები მთელი ძალისხმევით სამხედრო ბაზების მშენებლობას აწარმოებენ. ამისთვის რუსეთის ბიუჯეტიდან სოლიდური თანხებია გამოყოფილი“ – ეს განცხადება დე–ფაქტო აფხაზეთის სახალხო კრების საპარლამენტო და საგარეო კავშირების კომიტეტის თავჯდომარემ გურამ გუმბამ ნატოს საპარლამენტო ასამბლიის რეზოლუციის განხილვის დროს გააკეთა.

„კავკასიაში მშვიდობას სწორედ რუსეთის ჯარი ინარჩუნებს, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცებს უნდა ასწავლონ სახელმწიფო საზღვარების დაცვა – ამისთვის აუცილებელია შესაბამისი სამზედრო ბაზები, მშენებლობაში ჩვენი მეგობარი რუსეთი აქტიურ დახმარებას გვიწევს.’’ – ამბობს გუმბა.

დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ ,,რეგიონიდან რუსეთის ჯარების გაყვანა საქართველოს მხრიდან ახალი აგრესიის განხორციელებას ხელს შეუწყობს.“

აფხაზეთის არაღიარებული მთავრობა რომ ცდება ამას ადგილობრივი მოსახლეობაც ამტკიცებს. ისინი ამბობენ, რომ რუსები მხოლოდ სამხედრო, საწვრთნელ ბაზებს არ აშენებენ, ჯარისკაცთა ოჯახის წევრებისთვის მრვალსართულიანი სამოსახლო ნაგებობებიც უკვე წამოიჭიმა.

როდესაც ადგილობრივ მოსახლეობას მივმართეთ კითხვით: – რამდენად ინარჩუნებენ რუსი „სამშვიდობოები“ მშვიდობას ოკუპირებულ ტერიტორიაზე? პასუხად მივიღეთ:

„18 წელია რაც მშვიდობა დავკარგეთ, მას შემდგომ ვცხოვრობთ სრულ ჯოჯოხეთში, რუსი ჯარისკაცები არათუ მშვიდობას იცავენ, არამედ გვაწიოკებენ. მათი აქ ყოფნა ძალინ ძვირი გვიჯდება. გვაიძულებენ რუსი სამხედროები სურსათ და ტანსაცმლით მოვამარაგოთ. ისინი ჩვენ ხარჯზე მცხოვრები პარაზიტები არიან და არ ვიცი კიდე რამდენი ხანი გავუძლებთ ყოველივე ამას.“

აღსანიშნავია ისიც, რომ ახლო წარსულში რუსეთის დუმაში, ადგილობრივმა ოპოზიციონერებმა გააპროტესტეს ის ხარჯები რაც სახელმწიფომ შესწირა ამ „უაზრო“ – თავმოსაწონებლად აშენებულ ბაზებს.

ყოველივე ამაზე საქართველოს მხარეს ძალიან ირონიული კომენტარი აქვს „რუსებს ყველაფერი დასატოვებელი და გასაქცევი ექნებათ, ხოდა აშენონ, ჩვენ რა?!

თუმცა ყველასათვის ცნობილია, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო აფერხებს საქართველოს გამთლიანებას, ოკუპირებული ტერიტორიები ხომ ჯერ კიდევ საქართველოს საზღვარს მიღმა რჩება.

ავტორი: სოფო პაპასკირი


გაზიარება

ქართული რადიო – მხოლოდ გემოვნებიანი მუსიკა და საინტერესო გადაცემები

ეს საინტერესოა

საქართველოში H1N1 ვირუსის კიდევ 27 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული H1N1 ვირუსის კიდევ 27 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 
როგორც "სი–ეიც–ენს" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ შოთა ცანავამ განუცხადა, გამოვლენილი შემთხვევებიდან 2 ჰოსპიტალიზირებულია. მათ ვირუსის საშუალო სიმძიმის ფორმა აქვთ და მკურნალობა ინფექციური პათოლოგიისა ცენტრში უტარდებათ. პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია... ვრცლად>>

"ღია ბოქლომი"-ს სიახლეები

ბენერი

გრიშა ქობალიას “ნაციონალურ დამსახურებას“ რევაზ ლაღიძე შეწირეს

- “მე მინდა ჩვენს ერთ პრობლემაზე მოგითხროთ და ძალიან გთხოვთ, რამენაირად დაგვეხმაროთ. მე ვარ ლაღიძის ქუჩის მცხოვრები, სადაც პრეზიდენტის რეზიდენციაა განთავსებული. აღმოჩნდა, რომ ჩვენმა ალიოკა ქობალიამ ყველასგან დაუკითხავად გადაწყვიტა მამამისის, გრიგოლ ქობალიას სახელის დარქმევა ჩვენი ქუჩისთვის.

სასწაული ის არის, რომ სადაც ალიკა ქობალია ცხოვრობს, იმ ქუჩას ”სვანეთის” ერქვა და ახლა მისი ძმის, ლევან ქობალიას სახელი ჰქვია. ნუთუ რამდენი ადამიანიც გარდაიცვლება მის ოჯახში, იმდენი ქუჩის სახელწოდება უნდა შეიცვალოს? იცით რა არის ყველაზე ცუდი? ჩემი შვილი რომ გაიზრდება, ვერ ავუხსნი, თუ რატომ ჰქვია ქუჩას ქობალიას სახელი და ვერ ავუხსნი რას წარმოადგენდა იგი...
ვრცლად>>

დედოფლისწყაროს სიახლეები

ten-year school

ჟურნალ "ღია ბოქლომთან" არსებული ჟურნალისტთა სკოლა აცხადებს მოსწავლეთა მიღებას...

ინფორმაცია>>

საინფორმაციო პორტალი

georgia