22 აგვისტოს, შუადღისას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ შეკრებილი მოსახლეობის ყურადღება ერთმა მეტად მნიშვნელოვანმა ფაქტმა მიიპყრო. გამგებელ ალექსანდე ქობალიას 50 000 დოლარიანი ავტომანქანის ქვეშ ახალგაზრდა ქალბატონი ლიკა შენგელია შეძვრა და მისმა მოთქმა-გოდებამ ქალაქი მოიცვა. შემთხვევის ადგილზე მისულ ჟურნალისტებს გამგეობის წინ 20-მდე პოლიციელი და სასწრაფო დახმარების ბრიგადა დაგვხვდა. ქალბატონი კონტაქტზე არ გამოდიოდა, ტიროდა და გაიძახოდა “ალიკა ჩამოვიდეს და დამელაპარაკოს”-ო.


1 საათის განმავლობაში დიდი თუ პატარა ცდილობდა შენგელია გამოსვლაზე დაეთანხმებინა, თუმცა უშედეგოდ. ბოლოს პოლიციელებმა ადამიანი, რომელიც საზოგადოებას საფრთხეს არ უქმნიდა და კანონსაწინააღმდეგოს არაფერს ჩადიოდა, წიხლების და მუშტების დახმარებით გამოათრიეს. ცხოველივით საკაცეზე დააგდეს და საავადმყოფოსკენ გაამგზავრეს. საპატრულო პოლიციის ვერაგობის ამბავი, კარგადაა ცნობილი ამიტომ “03”-ის ავტომანქანას უკან გავყევით. “წმინდა ლუკას” სახელობის საავადმყოფოს ეზოში სიტუაცია სრულებით შეიცვალა: 5 ფორმიანი სამართალდამცავი სასწრაფოს მანქანას ეცა ლიკა შენგელია გადმოათრიეს და გასასვლელის მიმართულებით გაუჩინარება სცადეს, მაგრამ ჟურნალისტებმა, რომ ვკითხეთ თუ სად მიჰყავდათ ისედაც გაუბედურებული ქალი _ უკან დაიხიეს და თავის მართლება დაიწყეს, ექიმთან მიგვყავს-ო, თუმცა კი ფაქტი საპირისპიროს მეტყველებდა.


უკვე, ზუგდიდის მოსახლეობის 50%-მა მაინც იცის თუ ვინ არის ლიკა შენგელია, ის ზუგდიდელი პროკურორის ფატი შენგელიას და გახლავთ და ადგილობრივი კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის უფროსის ირაკლი გაწერელიას, ცოლის დაა.

გამგებელზე შეყვარებული ლიკა შენგელია, მრავალი წელია ალექსანდრეს მოსვენებას არ აძლევს. რა მოხდა და რა ჩაიდინა სააკაშვილის გამგებელმა ქალი ამ დღემდე, რომ მიიყვანა, ჩვენთვის მაინც გაურკვევლი დარჩა, მაგრამ ეჭვი მეპარება, ლიკა შენგელია ფსიქიკურად ჯანმრთელი იყოს, სხვა შემთხვევაში როგორ შეიძლება ადამიანს ქობალია მიმართ რაიმე გრძნობა გაუჩნდეს?!



საავადმყოფოს მიმღებში სიტუაციის გარკვევას შევეცადე და ლიკა შენგელიას აღნიშნული ა-ლოგიკური საქციელის მიზეზი ვკითხე, რომელიც გაიძახოდა: სახლში მინდა, სახლში მინდაო, მაგრამ პოლიციელები წასვლას არ ანებებდნენ. მიპასუხა: “ძალიან მიჭირს და არ მეხმარებიან, გავწვალდი გენაცვალე, აღარ მინდა სიცოცხლე”-ო. სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა თავზე სამართალდამცავები წამოგვადგნენ, შენთვის ლაპარაკი არ შეიძლება, და შეეცადე დაწყნარდე-ო ირონიული და მუქარა ნარევი ტონით უთხრეს შენგელიას...

როგორც ჩანს, კუდ-ის უფროსმა პატივცემულმა ირაკლი გაწერელიამ “კარგად” იზრუნა, იმაზე, რომ ეს საქმე არ გახმაურებულიყო...
კადრები ეკუთვნის presa.ge–ს


ილია ჩაჩიბაია


ქართული რადიო – მხოლოდ გემოვნებიანი მუსიკა და საინტერესო გადაცემები

ეს საინტერესოა

საქართველოში H1N1 ვირუსის კიდევ 27 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული H1N1 ვირუსის კიდევ 27 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 
როგორც "სი–ეიც–ენს" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ შოთა ცანავამ განუცხადა, გამოვლენილი შემთხვევებიდან 2 ჰოსპიტალიზირებულია. მათ ვირუსის საშუალო სიმძიმის ფორმა აქვთ და მკურნალობა ინფექციური პათოლოგიისა ცენტრში უტარდებათ. პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია... ვრცლად>>

"ღია ბოქლომი"-ს სიახლეები

ბენერი

გრიშა ქობალიას “ნაციონალურ დამსახურებას“ რევაზ ლაღიძე შეწირეს

- “მე მინდა ჩვენს ერთ პრობლემაზე მოგითხროთ და ძალიან გთხოვთ, რამენაირად დაგვეხმაროთ. მე ვარ ლაღიძის ქუჩის მცხოვრები, სადაც პრეზიდენტის რეზიდენციაა განთავსებული. აღმოჩნდა, რომ ჩვენმა ალიოკა ქობალიამ ყველასგან დაუკითხავად გადაწყვიტა მამამისის, გრიგოლ ქობალიას სახელის დარქმევა ჩვენი ქუჩისთვის.

სასწაული ის არის, რომ სადაც ალიკა ქობალია ცხოვრობს, იმ ქუჩას ”სვანეთის” ერქვა და ახლა მისი ძმის, ლევან ქობალიას სახელი ჰქვია. ნუთუ რამდენი ადამიანიც გარდაიცვლება მის ოჯახში, იმდენი ქუჩის სახელწოდება უნდა შეიცვალოს? იცით რა არის ყველაზე ცუდი? ჩემი შვილი რომ გაიზრდება, ვერ ავუხსნი, თუ რატომ ჰქვია ქუჩას ქობალიას სახელი და ვერ ავუხსნი რას წარმოადგენდა იგი...
ვრცლად>>

დედოფლისწყაროს სიახლეები

ten-year school

ჟურნალ "ღია ბოქლომთან" არსებული ჟურნალისტთა სკოლა აცხადებს მოსწავლეთა მიღებას...

ინფორმაცია>>

საინფორმაციო პორტალი

georgia