აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ბარამიამ აფხაზ ხალხს დღეს ენგურის ხიდიდან მიმართა და დიალოგისკენ მოუწოდა. 
„დღეს, როგორც არასდროს, საჭიროა კონსოლიდაცია და საერთო ძალისხმევა. ძვირფასო თანამემამულენო, მოგიწოდებთ უშუალო, ორმხრივი დიალოგისკენ. ჩვენ არ უნდა დავანგრიოთ ჩვენი ხალხის გამაერთიანებელი ხიდები. მოდით, აღვადგინოთ დაკარგული ნდობა. ვალდებულნი ვართ, გადავლახოთ ტკივილი და წყენა, დავივიწყოთ უთანხმოება, სიძულვილი, გავუწოდოთ ერთმანეთს ხელი ურთიერთგაგების, თანხმობის აღდგენისა და შერიგებისთვის“, - განაცხადა ბარამიამ.  
დღესვე პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ საქართველო აფხაზეთის პირობით საზღვარზე ერთი საინტერესო ფაქტი მოხდა. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებას სულ რაღაც 5 წუთში „გამოეხმაურა“ გალში მცხოვრები უცნობი მოქალაქე, რომელმაც ბარამიას საქართველოს მოქალაქეობა სთხოვა და აღნიშნა, რომ გალის რაიონიდან მხოლოდ იმიტომ გადმოვიდა, რომ ბარამიას შეხვედროდა. ეს ყველაფერი შესაძლოა ბუნებრივი ყოფილიყო ლეგიტიმური მთავრობის მედიაცენტრის ხელმძღვანელს რაულ ქირიას ჟურნალისტებისთვის ცოტა ხნით ადრე „აფხაზეთის მოქალაქის“ შესაძლო გამოჩენაზე არ მოეთხრო...
რაულ ქირიას მიერ მსგავსი სპექტაკლის დადგმა შეკრებილებს არ გაჰკვირვებიათ, რადგან ყოფილი ჟურნალისტი მსგავსი საქციელით ადრეც გამოირჩეოდა, თუმცა ახლადდანიშნული მთავრობის თავმჯდომარე თუ ცდუნებას ვერ გაუძლებდა და ქირიას ცუღლუტობებს აჰყვებოდა არავის ეგონა...


ქართული რადიო – მხოლოდ გემოვნებიანი მუსიკა და საინტერესო გადაცემები

ეს საინტერესოა

საქართველოში H1N1 ვირუსის კიდევ 27 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული H1N1 ვირუსის კიდევ 27 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 
როგორც "სი–ეიც–ენს" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ შოთა ცანავამ განუცხადა, გამოვლენილი შემთხვევებიდან 2 ჰოსპიტალიზირებულია. მათ ვირუსის საშუალო სიმძიმის ფორმა აქვთ და მკურნალობა ინფექციური პათოლოგიისა ცენტრში უტარდებათ. პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია... ვრცლად>>

"ღია ბოქლომი"-ს სიახლეები

ბენერი

გრიშა ქობალიას “ნაციონალურ დამსახურებას“ რევაზ ლაღიძე შეწირეს

- “მე მინდა ჩვენს ერთ პრობლემაზე მოგითხროთ და ძალიან გთხოვთ, რამენაირად დაგვეხმაროთ. მე ვარ ლაღიძის ქუჩის მცხოვრები, სადაც პრეზიდენტის რეზიდენციაა განთავსებული. აღმოჩნდა, რომ ჩვენმა ალიოკა ქობალიამ ყველასგან დაუკითხავად გადაწყვიტა მამამისის, გრიგოლ ქობალიას სახელის დარქმევა ჩვენი ქუჩისთვის.

სასწაული ის არის, რომ სადაც ალიკა ქობალია ცხოვრობს, იმ ქუჩას ”სვანეთის” ერქვა და ახლა მისი ძმის, ლევან ქობალიას სახელი ჰქვია. ნუთუ რამდენი ადამიანიც გარდაიცვლება მის ოჯახში, იმდენი ქუჩის სახელწოდება უნდა შეიცვალოს? იცით რა არის ყველაზე ცუდი? ჩემი შვილი რომ გაიზრდება, ვერ ავუხსნი, თუ რატომ ჰქვია ქუჩას ქობალიას სახელი და ვერ ავუხსნი რას წარმოადგენდა იგი...
ვრცლად>>

დედოფლისწყაროს სიახლეები

ten-year school

ჟურნალ "ღია ბოქლომთან" არსებული ჟურნალისტთა სკოლა აცხადებს მოსწავლეთა მიღებას...

ინფორმაცია>>

საინფორმაციო პორტალი

georgia