აშშ რუსეთს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან ჯარის გაყვანისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა საქართველოს პარლამენტში ქართველი კანონმდებლების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. "ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, პატივი სცეს საერთაშორისო ვალდებულებებს, საქართველოს ტერიტორიებიდან გაყვანილ იქნას ჯარები და სარკოზი-მედვედევის შეთანხმება ზედმიწევნით შესრულდეს", - განაცხადა ბაიდენმა, რომლის სიტყვით გამოსვლა პარლამენტში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.