აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის პარლამენტში გამოსვლას არასაპარლამენტო ოპოზიციიდან „ეროვნული ფორუმის“ ლიდერი კახა შარტავა დაესწრება.
ინფორმაცია ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ეროვნული ფორუმის“ პრესსამსახურში დაუდასტურეს. როგორც მათ აღნიშნეს, შარტავა პარლამენტში აშშ-ს საელჩოდან მიიწვიეს და გადაწყვეტილებაც ამის გამო მიიღო.
ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარლამენტში „კონსერვატორების“ ერთ-ერთი ლიდერი კახა კუკავაც მივიდოდა, თუმცა პარტიის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ კუკავა თბილისში არ იმყოფება და პარლამენტში მისვლასაც არ აპირებს.
ამასთან, არასაპარლამენტო ოპოზიციას ბაიდენის გამოსვლაზე დასწრება მიხეილ სააკაშვილმა საპარლამენტო დებატების დროს შესთავაზა.