ხელისუფლების მიერ წამოწყებულმა რამდენიმე ბიზნეს–პროექტმა მარცხი უკვე განიცადა, მაგრამ მათ შორის ჰოსპიტალური განვითარების პროგრამა მაინც გამორჩეულია. “100 საავადმყოფოს” პროექტი იმდენად სამარცხვინოდ ჩაფლავდა, რომ ფარმაცევტული თუ სამშენებლო კომპანიები უკან იხევენ ასპარეზიდან.

უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰოსპიტალური განვითარების პროგრამა, რამდენიმე საინვესტიციო და ფარმაცევტულმა კომპანიამ ოფიციალურად დატოვა. პროგრამიდან გავიდნენ “ავერსი” და “პსპ”, ასევე მისი შვილობილი “ნიუ ჰოსპიტალი”, საინვესტიციო კომპანია “ევორდ კაპიტალი” და სამშენებლო კომპანია “ახალი სტილი”.

ამ დროისთვის პროგრამის მთავარი მონაწილე ქართულ-ჩეხური კომპანია “ბლოკ ჯორჯიაა”. თუმცა, პროგრამაში ჩართვას ასევე გეგმავენ ისრაელური კომპანია “ინფო ტექნოლოჯი” და თურქული “სილა”.

კომპანია “ევორდ კაპიტალმა” ჰოსპიტალური განვითარების პროგრამაში მონაწილეობა ოფიციალურად შეწყვიტა, რის მიზეზადაც ჯანდაცვის სამინისტროში “ევორდ კაპიტალის” ფინანსური გარანტიის არქონას ასახელებენ.

იგივე გზას დაადგა ფარმაცევტული კომპანია “ავერსიც”. “100 საავადმყოფოს” პროექტის დატოვების მიზეზს კომპანიაში არ ასახელებენ. როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო თოდუამ განაცხადა, ფარმაცევტულმა კომპანია “ავერსმა” ჰოსპიტალური განვითარების პროგრამა ძალიან მალე - ერთ თვეში დატოვა, თუმცა “მიზეზის დასახელება არ შეუძლია”.

ფარმაცევტულ კომპანია “პეესპეს” (PSP) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მარიკა ლომთაძემ აღნიშნა, “პეესპე” ჰოსპიტალური განვითარების პროგრამაში მონაწილეობის მიღებას განაგრძობს და ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებებს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებები ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ იქნება მიღებული.

ფარმაცევტული კომპანია “პეესპეს” გენერალური დირექტორი გოჩა გოგილაშვილი კი საერთოდ უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ “პეესპეს” პროგრამაში რაიმე შეფერხება აქვს. მისი თქმით, კომპანია საავადმყოფოს ორთაჭალაში, ოფთალმოლოგიის კლინიკის ბაზაზე აშენებს და მისი დასრულება 2010 წლის ბოლოს იგეგმება.

მიუხედავად ასეთი ვითარებისა, მთავრობა მაინც ახერხებს განწირულ პროგრამაში ახალ-ახალი “ინვესტორები შეიტყუოს”. უკვე ცნობილია, რომ ისრაელის კომპანია “ინფო ტექნოლოჯი” საქართველოში 93 მილიონ დოლარიან ინვესტიციას განახორციელებს. 

ეკონომიკური განვითარების მინისტრის ლაშა ჟვანიას ინფორმაციით, კომპანია საქართველოს ჰოსპიტალური განვითარების გეგმაში ჩაერთვება და 23 ქალაქში საავადმყოფოებს ააშენებს.

– “ერთადერთი შეფეხრება, რაც ისრაელის კომპანიას ჰქონდა, სახელმწიფო გარანტიის არარსებობა იყო. 2008 წლის მოვლენების შემდეგ ისრაელის სახელმწიფო-სადაზღვევო კომპანია “აშარამ”, რომელიც ისრაელური კომპანიებისათვის ინვესტიციებს აზღვევს, საქართველო საკუთარი ნუსხიდან ამოიღო. თუმცა, მოლაპარაკებების შემდეგ საქართველო სიაში დაბრუნდა და “ინფო-ტექნოლოჯიმ” სახელმწიფო გარანტიაც მიიღო”, - აღნიშნავს ჟვანია.

საინტერესოა, რომ საქართველოს 23 ქალაქში საავადმყოფოების აშენებას 93 მილიონი თუ ეყოფა? კიდევ უფრო საინტერესოა რა აიძულებს უბრაულ კომპანიას განწირულ პროექტში ამხელა კაპიტალი დააბანდოს. თუმცა, გამორიცხული არ არის, ჟვანიას ასეთი რიხიანი განცხადება ოდენ საინვესტიციო მანიპულაცია იყოს. 

ზემოთნახსენები კომპანიებიც თავის დროზე “მილიონებს არ იშურებდნენ” საავადმყოფოების გასამართავად, მაგრამ ახლა ყველანი იმას ცდილობენ, პროგრამის თავი მშვიდობიანად დააღწიონ.

presa.ge

ქართული რადიო – მხოლოდ გემოვნებიანი მუსიკა და საინტერესო გადაცემები

ეს საინტერესოა

საქართველოში H1N1 ვირუსის კიდევ 27 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული H1N1 ვირუსის კიდევ 27 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 
როგორც "სი–ეიც–ენს" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ შოთა ცანავამ განუცხადა, გამოვლენილი შემთხვევებიდან 2 ჰოსპიტალიზირებულია. მათ ვირუსის საშუალო სიმძიმის ფორმა აქვთ და მკურნალობა ინფექციური პათოლოგიისა ცენტრში უტარდებათ. პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია... ვრცლად>>

"ღია ბოქლომი"-ს სიახლეები

ბენერი

გრიშა ქობალიას “ნაციონალურ დამსახურებას“ რევაზ ლაღიძე შეწირეს

- “მე მინდა ჩვენს ერთ პრობლემაზე მოგითხროთ და ძალიან გთხოვთ, რამენაირად დაგვეხმაროთ. მე ვარ ლაღიძის ქუჩის მცხოვრები, სადაც პრეზიდენტის რეზიდენციაა განთავსებული. აღმოჩნდა, რომ ჩვენმა ალიოკა ქობალიამ ყველასგან დაუკითხავად გადაწყვიტა მამამისის, გრიგოლ ქობალიას სახელის დარქმევა ჩვენი ქუჩისთვის.

სასწაული ის არის, რომ სადაც ალიკა ქობალია ცხოვრობს, იმ ქუჩას ”სვანეთის” ერქვა და ახლა მისი ძმის, ლევან ქობალიას სახელი ჰქვია. ნუთუ რამდენი ადამიანიც გარდაიცვლება მის ოჯახში, იმდენი ქუჩის სახელწოდება უნდა შეიცვალოს? იცით რა არის ყველაზე ცუდი? ჩემი შვილი რომ გაიზრდება, ვერ ავუხსნი, თუ რატომ ჰქვია ქუჩას ქობალიას სახელი და ვერ ავუხსნი რას წარმოადგენდა იგი...
ვრცლად>>

დედოფლისწყაროს სიახლეები

ten-year school

ჟურნალ "ღია ბოქლომთან" არსებული ჟურნალისტთა სკოლა აცხადებს მოსწავლეთა მიღებას...

ინფორმაცია>>

საინფორმაციო პორტალი

georgia